დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1859 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 17/01/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.179 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 962 მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილ, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიითა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების ნებართვით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, –“.
2. 963 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 963. ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის უნებართვოდ წარმოება
ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის წარმოება საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.“.
3. 2293 მუხლს და 239-ე მუხლის 36-ე ნაწილს სიტყვების „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 დეკემბერი.
№1859–რს
დოკუმენტის კომენტარები