საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5368-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018151
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5368-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 24/06/2016
020000000.05.001.018151
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1553 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.“.

2. 1711 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თამბაქოს მოწევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარით.

4. ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მასობრივი თავშეყრის ადგილების დახურული შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელთა მიერ, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დახურული შენობა-ნაგებობების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №495  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5368-IIს