საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 24/07/2002
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.125
  • Word
1625
04/07/2002
სსმ, 23, 24/07/2002
020.000.000.05.001.001.125
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 38-ე მუხლის მე-3 ნაწილს სიტყვის „კონფისკაციის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და 1901 მუხლის“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 582 მუხლი:

     „მუხლი 582. ზღვის დაბინძურება

გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან მავნე ნივთიერებების, სხვა ნარჩენების ანდა მასალის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში ჩაყრა (ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 65000 ლარით.“.

3. 86-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზსარეწი იარაღით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით, თევზის ანდა წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების განადგურების სხვა საშუალებებით,–

გამოიწვევს დაჯარიმებას 30000-დან 50000 ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. იგივე ქმედება, ჩადენილი ზღვის ნაკრძალ რაიონში, აკრძალულ დროს ან ადგილას, თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50000-დან 70000 ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1141 მუხლი:

     „მუხლი 1141. საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა

1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის, კონსერვაციის ან საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარით.

2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა, დაზვერვა ან მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 75000 ლარით.“.

5. 190-ე მუხლში სიტყვა „ჩაწერის“ შეიცვალოს სიტყვით „რეგისტრაციის“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1901 და 1902 მუხლები:

     „მუხლი 1901. საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა,–

გამოიწვევს დაჯარიმებას 200000 ლარით.

შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა სამართალდარღვევის ნიშნები.

    მუხლი 1902. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დარღვევა

სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2191 მუხლი:

     „მუხლი 2191. სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანოები

1. სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1141, 1901 და 1902 მუხლებით.

2. სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესაბამისი ორგანოების იმ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზედაც მოხდა სამართალდარღვევა.“.

8. 231-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „საკანონმდებლო“ შეიცვალოს სიტყვით „ნორმატიული“.

9. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე ნაწილი:

„41. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ორგანოებთან ერთად), 1141, 1901 და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

10. 242-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „114-115-ე“ შეიცვალოს სიტყვებით „114, 115-ე“.

11. 246-ე მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად „ა“–„ე“ ქვეპუნქტებად და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ბ. სასაზღვრო ძალებს – ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1141, 190-ე, 1901 და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში.“.

12. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვის „კოდექსის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1141“, ხოლო სიტყვის „157-ე“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „1901“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1625–რს