საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4624-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 06/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018020
4624-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
020000000.05.001.018020
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 861 მუხლი:

„მუხლი 861. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა

1. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა სამოყვარულო ან/და სპორტული თევზჭერის იარაღით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.

3. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა ზომამცირე გემით (7 მეტრი ან ნაკლები სიგრძის გემით) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400  ლარით.

5. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა 100 ტონა საერთო ტევადობის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის (7 მეტრზე მეტი სიგრძის) გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარით.

7. ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის მცურავი საშუალებით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 114. საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა

საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1143 და 1144 მუხლები:

„მუხლი 1143. საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევა

1. ნავსადგურის მიერ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი პირობების შეუქმნელობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

2. უფლებამოსილი ორგანოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ ნავსადგურის მიერ სერტიფიცირებულ სალოცმანო სამსახურთან ხელშეკრულების გაუფორმებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.

3. ნავსადგურში არსებული ნავმისადგომების დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობა –

გამოიწვევს თითოეული ნავმისადგომისათვის ნავსადგურის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

4. ნავსადგურის მიერ ისეთი სატვირთო ოპერაციის განხორციელება, რომელიც არ არის ნებადართული საქართველოს კანონმდებლობით, –

გამოიწვევს თითოეულ ნავმისადგომზე დაფიქსირებული შეუსაბამობისთვის დაჯარიმებას 15 000 ლარით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 1144. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ გარკვეული წესების დარღვევა

1. გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების შემდეგ გემის რეგისტრაციის მოწმობის მთავარი რეგისტრატორისათვის ჩაუბარებლობა –

გამოიწვევს გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარით.

2. საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციისას წყალწყვის არასწორად მითითება, რამაც გამოიწვია გემის სარეგისტრაციო საფასურის მნიშვნელოვანი შემცირება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

3. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების მიერ ნაოსნობის სახელმწიფო სარეგისტრაციო პროცედურებით მოთხოვნილი აუცილებელი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე განხორციელება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

4. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გამოყენება საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალებისათვის, რომელზედაც არ გაცემულა აღნიშნული მოწმობა, –

გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

5. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული ტონაჟის შეზღუდვის უგულებელყოფა და სატვირთო ოპერაციის განხორციელებისას უფრო მეტი ტვირთის გადასაზიდად შეზღუდული ტონაჟის მოცულობის გამოყენება –  

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.

6. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ –

გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

7. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის მიერ ნაოსნობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო მოწმობის გარეშე განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, –

გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარით.

8. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ საერთაშორისო ნაოსნობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, ნაოსნობისათვის დახურულ ნავსადგურში შესვლა, –

გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის დაჯარიმებას 10 000 ლარით.“.

4. 209-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583,  861, 1071−1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე და 139მუხლებით, 153მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416 და 176მუხლებით, 181მუხლის პირველი ნაწილით და 1821, 1822, 190-ე, 190და 191-ე მუხლებით.“;

ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 861 და  1142 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.

5. 212-ე მუხლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით:

„მუხლი 212. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები

1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 112-ე, 113-ე, 114-ე, 1143 და 114მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 128-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით და 130-ე და 131-ე მუხლებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის).

2. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ნავსადგურის კაპიტანს და აღნიშნულ ორგანოთა შესაბამის უფლებამოსილ პირებს.

3. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს, ამ კოდექსის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის) და 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმა სამართალდამრღვევს გადაახდევინოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს.“.

6. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1395, 150-ე და 153მუხლებით, 153მუხლის მე-2 ნაწილით და 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 190და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.

7. 242-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 861, 1142, 116-ე და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.

8. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 861 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით და 1141, 1282, 1551, 1552 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4624-Iს