საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 510
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 31-32/6, 25/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.183
  • Word
510
27/11/1996
პარლამენტის უწყებანი, 31-32/6, 25/12/1996
020.000.000.05.001.000.183
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს :

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ. №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსის 153-ე მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვა მეურნე შეიცვალოს სიტყვით მეწარმე, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) მიერ მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ აუცილებელი და უტყუარი ინფორმაციის მიუწოდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სწორი არჩევანის შესაძლებლობას ან დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) მიერ მომხმარებლისათვის საწარმოს ადგილმდებარეობისა და სრული დასახელების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე”.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1581 მუხლი:

     „მუხლი 1581. მომხმარებლის უფლებების შელახვა

მომხმარებლის უფლებების განზრახ შელახვა, რასაც მოჰყვა ქონებრივი ზარალი,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 163-ე მუხლი

     „მუხლი 163. სერტიფიცირების წესების დარღვევა

სერტიფიკატის გაცემის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე.

4. კოდექსის 208-ე მუხლში ციფრების 158-ე შემდეგ დაემატოს ციფრები 1581, 163-ე.

5. კოდექსის 239-ე მუხლის მე-15 ნაწილში სიტყვები 158-ე, 178-ე მუხლით შეიცვალოს სიტყვებით 158-ე, 1581, 163-ე, 178-ე მუხლებით.

6. კოდექსის 252-ე მუხლის მეორე ნაწილს ციფრების 158-ე შემდეგ დაემატოს ციფრები 1581, 163-ე.

7. კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილს ციფრების 156-158-ე შემდეგ დაემატოს ციფრები 1581, 163-ე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 27 ნოემბერი.

№510Iს