დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3316-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019068 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15310−15312 მუხლები: „მუხლი 15310. უზრუნველყოფილი სესხის გაცემის წესის დარღვევა 1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6241 მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი სესხის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გაცემის მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა − გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სესხის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6241 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას. მუხლი 15311. განვადებით ნასყიდობის საფასურის მიღების წესის დარღვევა 1. პირის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განვადებით ნასყიდობისას 100 000 (ასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. მუხლი 15312. ლიზინგის საგნის საზღაურის მიღების წესის დარღვევა 1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული 100 000 (ასი ათას) ლარამდე ლიზინგის საზღაურის მიღების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ლიზინგის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.“. 2. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით და 1291, 157-ე, 17714, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 3. 239-ე მუხლის 70-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „70. ამ კოდექსის 1537, 1538 და 15310−15312 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3316-რს |
დოკუმენტის კომენტარები