საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1857
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.001.955
  • Word
1857
01/07/2005
სსმ, 38, 15/07/2005
020.080.000.05.001.001.955
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო მოსამსახურეს და შეკრებაზე გაწვეულ მოქალაქეს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას შესაბამისად სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვისა და საბაჟო წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.“.

2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა

1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ოცდაათ დღემდე ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე.

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის შემთხვევაში საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლო განიხილავს შესაბამისი სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1972 მუხლი:

     „მუხლი 1972. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა

სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, –

გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.“.

4. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53-ე ნაწილი:

„53. ამ კოდექსის 1972 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელი.“.

5. 284-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ აღსრულდება შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ, ხოლო სამხედრო მოსამსახურის პატიმრობის შემთხვევაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

6. 309-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირნი პატიმრობაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული სამხედრო მოსამსახურეები – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულებისას დაპატიმრებულებს პირადად გასინჯავენ.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3121 მუხლი:

     „მუხლი 3121. ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ

1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე, განმარტების მიცემაზე ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის მიერ შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლებითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს თან დაერთვის ფოტოსურათი). ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობით ადმისტრაციული სახდელის დადებაზე უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით, პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების იმგვარი კომბინაციით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შემდგომი წარმოებისას. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოცემულ შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შემდგომი მოქმედება, მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, ხორციელდება დაუბრკოლებლად, სრული მოცულობით. ამასთან, არაიდენტიფიცირებული სამართალდამრღვევის მიმართ ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოება ხორციელდება ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით.

3. არაიდენტიფიცირებული პირის მიმართ ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ საქმის წარმოების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (ქალაქის) სასამართლოს ბრძანებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინიშნოს კოპლექსური სამედიცინო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცია.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარება ამ მუხლში აღნიშნული პირის იდენტიფიცირების მიზნით (მისი სახელის და გვარის, ასაკის, მოქალაქეობისა და შერაცხადობის დასადგენად).

5. არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის 922, 982, 1533, 155-ე, 1551, 1552 და 193-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევა და შენახვა 3 თვემდე ვადით. ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით.

6. თუ არაიდენტიფიცირებული პირი 3 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდას, განხორციელდება დროებით ჩამორთმეული და შენახული საქონლის (საგნის) კონფისკაცია ან რეალიზაცია ამ კოდექსით დადგენილი წესით იმ ფარგლებში, რაც საკმარისია დაკისრებული ჯარიმის ოდენობისათვის, ხოლო დარჩენილი საქონელი უბრუნდება მფლობელს.

7. თუ არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობა დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, საქმის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია 72 საათის განმავლობაში ამ გარემოებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს და გადასინჯოს საქმეზე არსებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გარემოება იწვევს შებრუნებას საუარესოდ.

8. არაიდენტიფიცირებული პირის ვინაობის დადგენა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოადგენს ამავე ნაწილით გათვალისწინებული წესით კონფისკებული ან რეალიზებული საქონლის (საგნის) დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1857_რს