საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 723-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017008
723-IIს
12/06/2013
ვებგვერდი, 03/07/2013
020000000.05.001.017008
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  

„მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა    

   1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

   2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

      3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა – 

      გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

  4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

  გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

  6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

  7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და  წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

  8. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

     9. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

   10. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4  ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –

    გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარიდან 50000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

    11. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა –

      გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

   12. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას –

     გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით ან უამისოდ.

   13. ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) –

     გამოიწვევს დაჯარიმებას  500 ლარიდან 700 ლარამდე, მოპოვებული  ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

    14. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

    გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

     15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია (გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

    გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.“.

      2. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე–65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−855, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 1461 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

     3. 239-ე მუხლის 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).“.

     4. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „2. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 1141, 1282, 1551, 1552 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    5. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „2. ამ კოდექსის 421, 422, 45-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 173-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულთა – სამი დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 1462, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522−153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771, 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულთა – შვიდი დღის ვადაში.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2013 წ.

N723-IIს