საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3162-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020950
3162-XIმს-Xმპ
15/06/2023
ვებგვერდი, 05/07/2023
020000000.05.001.020950
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 249-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. თუ ამ კოდექსის 641, 66-ე, 1282 ან 151-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერქნიანი მცენარე (ხეტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დროებით ჩამორთმეულია ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი შესაბამისი ორგანო ვალდებულია ეს მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივ, გასხვისების მიზნით გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა შესაბამისი დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე ან მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივნისი 2023 წ.

N3162-XIმს-Xმპ