საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 04/09/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 9, 28/09/1990
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
2790
04/09/1990
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 9, 28/09/1990
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

 

საქართველოს სსრ მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის გარანტიათა გაძლიერების მიზნით, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

I. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში:

1. მუხლი 139-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 139. საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა

საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა ძალადობით, მოტყუებით, მუქარით, მოსყიდვით ან სხვა გზით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე“.

2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1391 მუხლი:

„მუხლი 1391. დეპუტატობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის პატივისა და ღირსების შემლახავი მონაჭორის გავრცელება

წინასწარი შეცნობით დეპუტატობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის პატივისა და ღირსების შემლახავი მონაჭორის გავრცელება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ნაბეჭდი ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ათას მანეთამდე“.

3. 140-ე მუხლის სანქციას დაემატოს სიტყვები: „ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე“.

II. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1742, 1743, 174მუხლები:

„მუხლი 1742. საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევა

საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევა, რაც გამოიხატება საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის, დეპუტატობის კანდიდატისა და  პარტიის რეგისტრაციის, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში ხმების დათვლასა და არჩევნების საერთო შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლაში,  –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.

მუხლი 1743. საარჩევნო კომისიებისათვის მასალების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა,  –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.

მუხლი 1744. აგიტაციის გაწევა არჩევნების დღეს

არჩევნების დღეს დეპუტატობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ აგიტაციის გაწევა,  –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა  – ას მანეთამდე“.

2. 208-ე მუხლს ციფრის „1741“ შემდეგ დაემატოს ციფრები: „1742, 1743, 1744“.

3. 262-ე მუხლში ციფრი „1741“ შეიცვალოს ციფრებით: „1741, 1742, 1743, 1744“.

4. 279-ე მუხლს ციფრის „1741“ შემდეგ დაემატოს ციფრები: „1742, 1743, 1744“.

239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი: „1742, 1743, 1744 მუხლებით ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური, საოლქო, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან წევრი“.

III. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში:

I. თავი ოცდამეორე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი ოცდამეორე

საარჩევნო უფლებათა დარღვევაზე საჩივართა განხილვა

 

მუხლი 240. საჩივრის შეტანა

მოქალაქეს, რომელიც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მისი განცხადების გამო ამომრჩეველთა სიაში დაშვებული უსწორობის (ამომრჩეველთა სიაში შეუტანლობა, არასწორად შეტანა ან სიიდან ამოღება, აგრეთვე სიაში დაშვებული სხვა უზუსტობანი) საკითხზე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე შეიტანოს საჩივარი სახალხო სასამართლოში შესაბამისი საარჩევნო უბნის ადგილსამყოფელის მიხედვით.

მოქალაქეს, რომელსაც საარჩევნო კომისიის მიერ უარი ეთქვა დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე, შეუძლია შეიტანოს საჩივარი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე სახალხო სასამართლოში კომისიის ადგილსამყოფელის მიხედვით.

პარტიას, რომელსაც უარი ეთქვა რეგისტრაციაში გატარებაზე, უფლება აქვს საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს სსრ უზენაეს სასამართლოში.

 

მუხლი 241. საჩივრის განხილვის პირობები

სახალხო მოსამართლე ამომრჩეველთა სიაში დაშვებული უსწორობის შესახებ საჩივარს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ განცხადებით მიმართა ამომრჩეველთა სიაში უსწორობის გასასწორებლად საუბნო საარჩევნო კომისიას და ამ განცხადებაზე უარი ეთქვა; საჩივარი განსახილველად მიიღება არჩევნებამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა.

იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა სიაში დაშვებული უსწორობის შესახებ საჩივარი შეტანილია სახალხო სასამართლოში წინასწარ საუბნო საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანის გარეშე, სახალხო მოსამართლე საჩივარს გადაუგზავნის შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს.

სახალხო მოსამართლე საჩივარს საარჩევნო კომისიის მიერ დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ მიიღებს, თუ ეს უარი გასაჩივრებულია საარჩევნო კომისიის დადგენილების მიღებიდან სამი დღის ვადაში.  საჩივრის მიღების შესახებ სახალხო მოსამართლე აცნობებს საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა ანალოგიური საჩივარი, სახალხო მოსამართლე საჩივარს არ მიიღებს.

პარტიისათვის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ სარჩელს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლო განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ იგი შემოტანილია საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან უარის მიღებიდან სამი დღის ვადაში.

საჩივარი, რომელიც შეტანილია ამ მუხლის პირველ, მესამე და მეოთხე ნაწილებში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, არ განიხილება და დაუბრუნდება საჩივრის შემტან პირს.

 

მუხლი 242. საჩივრის განხილვა

საჩივარი განხილული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ არაუგვიანეს სამი დღისა მისი შეტანიდან.

მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დარღვევათა შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს პროკურორის აუცილებელი მონაწილეობით.

საჩივარს საარჩევნო სიებში უსწორობაზე სასამართლო განიხილავს განმცხადებლის, საუბნო საარჩევნო კომისიის შეტყობინებით, ხოლო თუ საჩივარი შეეხება არა განმცხადებელს, არამედ სხვა მოქალაქეს, აგრეთვე ამ მოქალაქის შეტყობინებით.

საჩივარს, დეპუტატობის კანდიდატის და პარტიის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ სასამართლო განიხილავს განმცხადებლის, შესაბამისი პოლიტიკური პარტიის, ამომრჩეველთა ჯგუფისა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ამ მუხლში მითითებული პირების გამოუცხადებლობა არ შეუშლის ხელს საქმის განხილვას.

 

მუხლი 243. სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრის გამო

სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია ამომრჩეველთა სიაში უსწორობა, წარმოადგენს საფუძველს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიაში აუცილებელი შესწორების შესატანად.

სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დეპუტატობის კანდიდატისა და პარტიის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა ცნობილია უსაფუძვლოდ, წარმოადგენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დეპუტატობის კანდიდატისა და პარტიის რეგისტრაციის საფუძველს.

სასამართლო გადაწყვეტილების პირი დაუყოვნებლივ მიეცემა განმცხადებელს და ერთდროულად ეგზავნება შესაბამის საარჩევნო კომისიას. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მუხლის  პირველ და მეორე ნაწილებში მითითებულ საქმეთა გამო საბოლოოა“.

 

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე.

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1990 წლის 4 სექტემბერი.

№2790 – XI