დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1141 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.305 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობა, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი, წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების შეუსრულებლობა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 512 მუხლი:
„მუხლი 51². მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე“.
3. 52-ე და 53-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. მიწის გაფუჭება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, ჩამდინარე წყლით
მისი დაბინძურება
მიწის გაფუჭება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, ჩამდინარე წყლით მისი დაბინძურება, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
მუხლი 53. დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა
დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 532 მუხლი:
„მუხლი 532. მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე".
5. 54-552 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 54. მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა
მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.
მუხლი 55. სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა
მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან შვიდას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ათი დღის ვადით, საზღვრის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.
მუხლი 551. მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა
მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.
მუხლი 552. სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება
სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე“.
6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 222-ე მუხლი:
„მუხლი 222. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოები
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 51-ე, 51², 52-ე, 53-ე-53², 54-ე, 55-55³ მუხლებით.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:
ა) მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოებს;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკების მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტებს და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს;
გ) მიწის მართვის სამხარეო საკოორდინაციო საბჭოებს.
7. 239-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კოდექსის 47-491, 511, 531, 554-75-ე, 77-792, 82-86-ე, 89-892, 103-103¹. 1461, 151-ე და 1582 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ორგანოები;
ამ კოდექსის 51-ე, 512, 52-ე. 53-ე, 532, 54-ე, 55-553 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოები“.
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 180-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 180. მიწის თვითნებური მითვისება
მიწის ნაკვეთის თვითნებური მითვისება, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე".
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1802 მუხლი:
„მუხლი 1802. მიწათსარგებლობის წესების დარღვევა
მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობა, მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონო მოხსნა, მისი საწარმოო და სხვა ნარჩენებით გაფუჭება, ჩამდინარე წყლით დაბინძურება, დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა, მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება, მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა, სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, რომლის შედეგადაც მიყენებული ზიანი აღემატება ხუთი ათას ლარს, -
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათასიდან ათი ათას ლარამდე“.
III. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 126-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრის „1801“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1802“.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 10 დეკემბერი
№1141-Iს
დოკუმენტის კომენტარები