დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2054-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018782 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1538 მუხლი: „მუხლი 1538. სესხის გაცემის წესის დარღვევა 1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სესხის ვალუტაში გაცემის მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა – გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სესხის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. 2. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 1538, 165-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 157-ე, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 1537 და 1538 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 3. 239-ე მუხლის 70-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „70. ამ კოდექსის 1537 და 1538 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 მარტი 2018 წ. N2054-IIს |
დოკუმენტის კომენტარები