დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4333-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102314 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 112. გემის მოძრაობის წესების დარღვევა გემის პორტში შესვლის ან პორტიდან გასვლის, გემის საპორტო წყლებში, მოძრაობის გამყოფ სისტემაში ან სპეციალურ დერეფანში მოძრაობის ან დგომის წესის ან გემში მგზავრთა ჩასხდომის, გემით მგზავრობის ან გემიდან მგზავრთა გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დარღვევა – გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“. 2. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 114. ნავსადგურში დატვირთვისა და გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობისა და შენახვის წესების დარღვევა 1. ნავსადგურში დატვირთვის ან გადმოტვირთვის ან ტვირთის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის, დაწყობის ან შენახვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. სანავსადგურე ერთეულის მიერ ისეთი სატვირთო ოპერაციის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული არ არის, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას თითოეულ ნავმისადგომზე აღნიშნული სატვირთო ოპერაციის განხორციელებისთვის 15 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 5. ნავსადგურის ტერიტორიაზე (მათ შორის, საწყობში, ბაქანზე, ნავთობის/გაზის ტერმინალზე, აკრძალულ ზონაში, მისაბმელი ტუმბის, ბრიდელის, ფარნის ბოძის, გეოდეზიური ქსელის ნიშნის, ჭერის, სახანძრო ამწის, სახანძრო სიგნალიზაციის ან/და ელექტროჩამრთველის მახლობლად, სადრენაჟო სისტემის ჭაზე (შტაბელებად ტვირთის დაწყობა დასაშვებია შესაბამისი ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის დაშორებით), საწყობის სამუშაო პერიმეტრიდან არანაკლებ 4 მეტრის დაშორებით, საწყობში სხვადასხვა ტვირთს შორის შესაბამისი ნორმებით დადგენილ გასასვლელში, წყალგაყვანილობის, სატრანსპორტო ან ელექტროკაბელის ტრასაზე, უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან 2 მეტრზე ნაკლები დაშორებით, ნავმისადგომის ნაპირთან 3 მეტრზე ახლოს, გზაზე, ქვეითთა გასასვლელზე, ტრანსპორტის გასასვლელზე, სახანძრო ავტოტუმბოსთან, საჰაერო ელექტროგაყვანილობის, მაღალი ძაბვის გაყვანილობის ან სატელეფონო სადენის ქვეშ ან ტელეგრაფის ქსელის ქვეშ) ტვირთის დასაწყობების აკრძალვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 6. სანავსადგურე ერთეულის მიერ სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციის შესაბამისი ტექნოლოგიური რუკის/სქემის გარეშე ან/და არსებული ტექნოლოგიური რუკის/სქემის დარღვევით განხორციელება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 7. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. ნავსადგურში დატვირთვისას ან გადმოტვირთვისას სატვირთო ოპერაციების განხორციელების ტექნოლოგიური რუკის ნავსადგურთან შეუთანხმებლობა − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 9. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“. 3. 1143 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1143. საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა 1. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისთვის ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული სათანადო პირობების შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით. 3. სანავსადგურე ერთეულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ სერტიფიცირებულ სალოცმანო სამსახურთან სალოცმანო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაუფორმებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. ნავსადგურის ნავმისადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობა − გამოიწვევს თითოეული ნავმისადგომის შეუსაბამობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 5. ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანხმობის გარეშე, სანავსადგურე ერთეულის მიერ ან სანავსადგურე ერთეულის თანხმობით წარმოება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით. 7. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა − გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 9. ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე მოქმედი ნავსადგურის წესების დარღვევა − გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 11. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის − ნავსადგურის კაპიტნის მიერ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, მცურავი საშუალების ან ტვირთის უსაფრთხოების დაცვისთვის ან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისთვის ნავსადგურში მოქმედი მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის მიმართ გაცემული სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 12. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 13. ნავსადგურის ტერიტორიაზე სასიგნალო რაკეტის ან/და სხვა სასიგნალო საშუალების (პიროტექნიკის) გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევისა, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 14. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1146−11416 მუხლები: „მუხლი 1146. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა 1. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების გეგმის შემუშავების, განახლების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის, დანერგვის ან/და პერიოდული შემოწმების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების საკითხზე სწავლებისა და წვრთნის ჩატარების, მათ შორის, ნავსადგურის უშიშროების პერსონალის პრაქტიკული და თეორიული წვრთნის განხორციელების, ან/და ნავსადგურის უშიშროების რეგულარული ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 5. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურში და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნავსადგურში ან/და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებულ შეზღუდულ ზონასა და ნავსადგურში მყოფ გემზე და გემის გარშემო არსებულ სივრცეზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 7. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურში არსებული შეზღუდული ზონის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნის ან/და ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 1147. სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა 1. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სავალდებულო უშიშროების გეგმის შემუშავების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის ან/და განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სანავსადგურე ობიექტის უშიშროების პერსონალის წვრთნის განხორციელების ან/და სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 1148. გემის ოპერირებასთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოებისა და საზღვაო უშიშროების ცალკეული წესების დარღვევა 1. საზღვაო უშიშროების წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გემის მიმართ გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გემის კაპიტნის ან/და გემთმფლობელის დაჯარიმებას − თითოეულისა 5 000 ლარის ოდენობით. 2. გემის ნავსადგურში შესვლა მთავარი ან დამხმარე ძრავის ან ორთქლის ქვაბის მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საწვავის აირის ჰაერში გამოსაბოლქვი ტრაქტის/მილის შიდა კედელზე დარჩენილი დაუმწვარი საწვავის ნაწილაკების შემცველი მურისგან გასაწმენდი (გასასუფთავებელი) აღჭურვილობით − გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. გემის კაპიტნის მიერ სატვირთო და საბალასტო ოპერაციების ორგანიზების წესის დარღვევა, რის შედეგადაც ამ ან სხვა გემს შეეზღუდა ნაოსნობისთვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში ან სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად ნავსადგურში უსაფრთხოდ შესვლა ან ნავსადგურიდან უსაფრთხოდ გასვლა, ამწის, ისრის, ტრაპის, კანჯოს ან/და სხვა მოწყობილობის ნავმისადგომთან მდგომი გემის ბორტის მიღმა განთავსების დაშვება, დღე-ღამის ბნელ დროს გემის სათანადო განათების გარეშე ნავსადგურში შეყვანა ან ნავსადგურიდან გაყვანა, დღე-ღამის ბნელ დროს სატვირთო ოპერაციის სათანადო განათების გარეშე განხორციელება ან/და გემის მაქსიმალურად დასაშვები წყალშიგის შესახებ სათანადო მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 4. გემის მიერ ნავსადგურში შემსვლელი ან ნავსადგურიდან გამსვლელი სხვა გემისთვის სვლაგეზის (კურსის) ჩახერგვა, მისი ქიმის წინ სვლაგეზის (კურსის) გადაკვეთა ან/და მისთვის თავისუფალ გადაადგილებაში ხელის შეშლა ან დაგეგმილი მანევრირების სხვაგვარად შეზღუდვა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 6. გემში თხევადი საწვავის ჩასხმა, თუ საწვავის მიმღები (დასაბუნკერებელი) გემის ან/და საწვავის მიმწოდებელი (მაბუნკერებელი) გემის მიმართ საწვავის ჩასხმისთვის მოსამზადებელი ხანძარსაწინააღმდეგო და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები არ ჩატარებულა, რომელიმე შესაბამისი სტაციონარული ხანძარსაქრობი სისტემა გაუმართავია ან/და გემზე შედუღებასთან ან გემბანზე ლითონის ციცქნასთან/გაშალაშინებასთან (Chipping) დაკავშირებული სამუშაო მიმდინარეობს, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 7. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 1149. გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა 1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მფლობელის ან/და ამ გემის ოპერატორის მიერ გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მფლობელის ან/და ამ გემის ოპერატორის მიერ საქართველოს გემის უსაფრთხო მართვის წესის ან/და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების წესის დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 11410. ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლების ან/და ინსტრუქტაჟის წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა 1. ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოთა ორგანიზების, სწავლების ან/და ინსტრუქტაჟის წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სანავსადგურე ერთეულის მიმართ გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 11411. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სათანადო სანიტარიული პირობების დაუცველობა 1. სანავსადგურე ერთეულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სათანადო სანიტარიული პირობების დაუცველობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 11412. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა 1. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან რომელსაც შეეძლო გამოეწვია გემის, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, − გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 2. შიდა ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ იმ დოკუმენტის გაცემა, რომლის გაცემის უფლებამოსილებაც მას არ აქვს, − გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 11413. სალოცმანო სამსახურის საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა 1. სალოცმანო მომსახურების გაწევისას მომხდარი საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის მიუწოდებლობა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. სალოცმანო მომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობისა და მათი პარამეტრების შემოწმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. ლოცმანის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სათანადო ხელსაწყოების გამოყენების გარეშე განხორციელება − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 6. ლოცმანის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენი შემოწმების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 7. სალოცმანო კატარღის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 9. მობუქსირე/საბუქსირო გემთან მუშაობის წესის დარღვევა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 11414. გემის აგენტის მიერ გემის ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევა გემის აგენტის მიერ გემის ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის შესახებ სათანადო დოკუმენტების ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს გემის აგენტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 11415. სანავსადგურე ერთეულისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა 1. სანავსადგურე ერთეულის მიერ გემის ნავსადგურში შეყვანისა და ნავმისადგომზე დაყენების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ნავმისადგომი გემის მისაღებად მზად არ არის, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად წყლის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 5. სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ნავსადგურში შესასვლელი არხის საჭირო სიღრმეების მონიტორინგისა და მათი შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 7. ნავსადგურის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 9. ნავსადგურის ტერიტორიაზე (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აიროვანი ჭრა ან/და შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჟანგბად-აიროვანი ჭრის იმ პირის მიერ განხორციელება, რომლის კვალიფიკაცია არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 11. შემთხვევა, როდესაც გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას სანავსადგურო ამწის ისრები სცილდება ნავმისადგომის ფარგლებს ზღვის მხარეს ან/და სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სანაპირო ამწის ისრები ნაპირის მხარეს ისეთი ფორმით არ იქნება მობრუნებული, რომ ისინი ნავმისადგომის კიდეს არ სცილდებოდნენ, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 12. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 13. გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას ნავმისადგომზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობის გემის მიმბმელის არარსებობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 14. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 15. გემის ნავსადგურის ნავმისადგომზე დაყენებისას მისი დაყენების ადგილის სათანადოდ გაუნათებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 16. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 17. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ ელევატორის მილების ისე განლაგება, რომ ამით ხელი შეეშალოს გემის დაყენებას (მიბმას) ან გადაყვანას, ან/და ტაკელაჟისა და სატვირთო საშუალებისგან ადგილის გათავისუფლების სათანადო წესის დაცვით განუხორციელებლობა ან მათი სათანადო წესის დარღვევით განთავსება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 18. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 19. სატვირთო ოპერაციის დასრულების შემდეგ სატვირთო ოპერაციის ადგილის ნარჩენებისგან გაწმენდის განუხორციელებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 20. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 21. სატვირთო ოპერაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდეგ ნავმისადგომიდან ნარჩენების ზღვაში ან ნავმისადგომის სადრენაჟო სისტემაში ჩაყრა/ჩარეცხვა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 22. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 23. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალზე სტაციონარული, საჰაერო, მექანიკური ქაფსაქრობი სისტემის გაუმართაობა ან არარსებობა, სახანძრო საგუშაგოს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ან პირველადი ხანძარსაქრობი საშუალებების არარსებობა, წყლის ცენტრალური გათბობის სისტემის გაუმართაობა ან მისი არასათანადო გათბობის სისტემით ჩანაცვლება ანდა სატელეფონო კავშირის ან სახანძრო სიგნალიზაციის გაუმართაობა − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 24. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 25. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალზე ელექტროგანათების წესის დარღვევა, ლითონით შემოუჭედავი ხის ან რეზინის ამრიდი მოწყობილობების არარსებობა (ნავმისადგომის აღნიშნული მოწყობილობებით აღჭურვის მოთხოვნის დარღვევა), ტარის ან არასათანადო აღჭურვილობის დაწყობა, თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა ან ნავთობის/გაზის ტერმინალის ტერიტორიაზე ან ნავმისადგომთან მდგომ გემზე ღია ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოს წარმოება − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 26. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 27. ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ტერიტორიაზე ისეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო თბომავლის ექსპლუატაცია, რომელსაც სათანადო კონსტრუქციის ცეცხლსაქრობი და ნაპერწკალსაქრობი მოწყობილობა არ აქვს, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 28. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ნავთობის/გაზის ტერმინალის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 29. სანავსადგურო წყლებში საყვინთი სამუშაოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისთვის შეტყობინების გარეშე ჩატარება ან ამ სამუშაოს მიმდინარეობისას სათანადო სიგნალების მიცემის წესების დარღვევა – გამოიწვევს საყვინთი სამუშაოს ჩატარებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 11416. იახტკლუბის მიერ ნავსადგურის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა 1. იახტკლუბის მიერ ნავსადგურის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს იახტკლუბის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს იახტკლუბის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“. 5. 212-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 112-ე−114-ე, 1143, 1144 და 1146−11416 მუხლებით, 115-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 128-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 130-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს, ამ კოდექსის 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს.“; გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილების სფეროსთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესს ამტკიცებს აღნიშნული სააგენტოს დირექტორი.“. 6. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 473 ნაწილი: „473. ამ კოდექსის 44-ე მუხლის (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 113-ე, 1143, 1144 და 1146−11416 მუხლებით, 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ მუხლის ამოქმედებიდან 45 დღის ვადაში უზრუნველყოს მისი უფლებამოსილების სფეროსთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4333-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები