საქარველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქარველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 27/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.001.855
  • Word
1555
03/06/2005
სსმ, 31, 27/06/2005
020.080.000.05.001.001.855
საქარველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 153-ე მუხლის მე-3–5 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

2. 1592 და 1593 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1592. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თანამდებობის პირთა მიწერილობის შეუსრულებლობა

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შეწყვეტის თაობაზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მიწერილობის შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირებისა – ათასიდან სამი ათას ლარამდე.

    მუხლი 1593. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოსათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოსათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.“.

3. 239-ე მუხლის:

ა) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 158-ე, 1581, 159-ე, 1591, 1592, 1593, 1594, 163-ე, 1653, 178-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ ან თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები, კონტროლის პალატის ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;

ბ) 43-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი.

№1555_Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.