საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3668-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102002
3668-XIIIმს-Xმპ
15/11/2023
ვებგვერდი, 30/11/2023
020000000.05.001.102002
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 571 მუხლით, 573 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 574, 63-ე, 66-ე, 662–665 და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795, 797 და 798 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, იმავე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებითა და 863 და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“.

2. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის სავალდებულო სამუშაოთა განუხორციელებლობა, სავალდებულო სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობა ან ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების განუხორციელებლობა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.

2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

3. მიწის სავალდებულო რეკულტივაციის განუხორციელებლობა, მიწის რეკულტივაციის სამუშაოთა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის/პროექტის გარეშე ჩატარება ან ასეთი გეგმისგან/პროექტისგან გადახვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

4. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 600 ლარის ოდენობით.“.

3. 571 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

 წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. თუ სამართალდარღვევის ობიექტი (მყარი სასარგებლო წიაღისეული) სატრანსპორტო საშუალებაზეა განთავსებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ხდება სატრანსპორტო საშუალების დროებით ჩამორთმევა მასზე განთავსებულ მყარ სასარგებლო წიაღისეულთან ერთად და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა. ტრანსპორტირებისა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობისთვის დაკისრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში.

2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირი ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის ზეპირი მოთხოვნის შემთხვევაში მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციის შემთხვევაში – მყარი სასარგებლო წიაღისეული განათავსოს მითითებულ ადგილზე.

3. ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.“.

4. 641 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება

1. დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის მიმართ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“.

5. 66-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხეტყის კონფისკაციით.“;

ბ) 22 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 ნაწილი:

„23. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;

გ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ ამ მუხლის 23 ნაწილით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ამ ანგარიშში ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, ლიცენზიის მფლობელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.“.

6. 662 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 662. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა

1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)  დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.

7. 663 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია −

გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით:

ა) კონვენციის დანართებში შეტანილი ცოცხალი სახეობისა (გარდა ამ ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობისა) − 3 000 ლარიდან 4 000 ლარამდე;

ბ) კონვენციის დანართებში შეტანილი არაცოცხალი სახეობისა (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახეობისა) – 3 000 ლარის ოდენობით;

გ) დაუმუშავებელი სახით სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისა − 5 000 ლარის ოდენობით;

დ) კონვენციის დანართებში შეტანილი პრიმატის თითოეული ინდივიდისა − 3 000 ლარის ოდენობით;

ე) კონვენციის დანართებში შეტანილი მტაცებელი ფრინველის თითოეული ინდივიდისა − 4 000 ლარის ოდენობით.“.

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 665 მუხლი:

„მუხლი 665. საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

9. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 68. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება

1. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა ან უკანონო ძოვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 500 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1 000 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 700 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1 200 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.

4. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1 000 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 2 000 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.

6. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1 400 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 2 400 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.“.

10. 77-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ვიბრაცია, ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტება –  

გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) ვიბრაციის დადგენილი ნორმის გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით;

ბ) ხმაურის დადგენილი ნორმის 1-დან 4 დბ-მდე გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით;

გ) ხმაურის დადგენილი ნორმის 4-დან 11 დბ-მდე გადამეტება − 2 500 ლარის ოდენობით;

დ) ხმაურის დადგენილი ნორმის 11-დან 16 დბ-მდე გადამეტება − 3 500 ლარის ოდენობით;

ე) ხმაურის დადგენილი ნორმის 16 ან 16-ზე მეტი დბ-ით გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით;

ვ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 0,1-დან 5 მკვტ/სმ2-მდე გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით;

ზ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 5-დან 10 მკვტ/სმ2-მდე გადამეტება − 10 000 ლარის ოდენობით;

თ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 10-დან 15 მკვტ/სმ2-მდე გადამეტება − 15 000 ლარის ოდენობით;

ი) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 15 ან 15-ზე მეტი მკვტ/სმ2-ით გადამეტება − 20 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“.

11. 825 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 825. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა

1. პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის კონფისკაცია შეუძლებელია − მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარითა და გამოვლენილი პლასტიკის/ ბიოდეგრადირებადი პარკების (სამართალდარღვევის საგნის) რაოდენობის 0.25 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის კონფისკაცია შეუძლებელია − მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარითა და გამოვლენილი პლასტიკის/ ბიოდეგრადირებადი პარკების (სამართალდარღვევის საგნის) რაოდენობის 0.25 ლარზე ნამრავლის ოდენობით.“.

12. 853 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცოცხალი გარეული ცხოველი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში.“.

13. 854 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცოცხალი გარეული ცხოველი/ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში.“.

14. 86-ე მუხლის:

ა) მე-9 და მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

10. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 500 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.“;

ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში.“.

15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 863 და 864 მუხლები:

„მუხლი 863. არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული ქმედებები

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში ასეთი გემის გამოყენებით არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი ქმედების ჩადენა (ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა):

ა) თევზჭერა ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ავტორიზაციის ან/და შესაბამისი სანაპირო ქვეყნის მიერ გაცემული თევზჭერის ლიცენზიის/ნებართვის გარეშე;

ბ) თევზჭერის ან/და თევზჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის (VMS) გარეშე ან სათანადო სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით;

გ) ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ვალდებულების ან/და თევზჭერის ან/და თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა;

დ) თევზჭერის პროცესის უწყვეტი ვიდეოგადაღების ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და სათანადო უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის წარუდგენლობა;

ე) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის გემიდან სხვა გემზე გადატვირთვამდე სათანადო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ინფორმაციის შეუტყობინებლობა;

ვ) აკრძალულ ტერიტორიაზე თევზჭერა, აკრძალულ დროს თევზჭერა ან/და თევზის კვოტის გარეშე დაჭერა ან დადგენილ კვოტაზე მეტი ოდენობის თევზის დაჭერა;

ზ) აკრძალული სახეობის თევზის დაჭერა ან/და თევზჭერისთვის აკრძალული ან შეუსაბამო მოწყობილობის/იარაღის თევზის დასაჭერად გამოყენება;

თ) თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ამოსაცნობი ნიშნის ან რეგისტრაციის დოკუმენტის გაყალბება ან დამალვა;

ი) ამ ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული მტკიცებულების დამალვა, განადგურება ან/და დაზიანება;

კ) სათანადო უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლისთვის შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა;

ლ) დაშვებულზე მცირე ზომის თევზის მოპოვება, გადაზიდვა, ხმელეთზე გადმოტვირთვა ან/და სხვა გემზე გადატვირთვა;

მ) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის გემიდან ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეტანილ გემზე გადატვირთვა ან ასეთ გემთან ერთად თევზჭერის ერთობლივ ოპერაციაში მონაწილეობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების იმავე ნაწილით ან ამ ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 5 წლის განმავლობაში ჩადენა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 400 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების რვამაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (გემი და თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი 500 ტონის ან 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის გამოყენებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების იმავე ნაწილით ან ამ ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 5 წლის განმავლობაში ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 000 ლარითა და თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულების რვამაგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა (თევზჭერისგან მიღებული პროდუქტი) და სამართალდარღვევის იარაღის (გემი და თევზის დასაჭერად უშუალოდ გამოსაყენებელი იარაღი − თევზსაჭერი ბადე, მსგავსი დანიშნულების სხვა იარაღი) კონფისკაციით.

5. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში ასეთი გემის გამოყენებით არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ (IUU) თევზჭერასთან დაკავშირებული რომელიმე შემდეგი ქმედების ჩადენა: ელექტრონული სარეწაო ჟურნალის დაგვიანებით ან/და ხარვეზით წარმოება ან/და თევზჭერის ან/და თევზის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის დაგვიანებით ან/და ხარვეზით წარდგენა, რამაც სათანადო უფლებამოსილ ორგანოს თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის შესახებ ჯეროვანი ინფორმაციის მიღებაში ხელი შეუშალა, −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6. ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეტანილ გემზე საქართველოს მოქალაქის შრომით ურთიერთობაში ყოფნა ან საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში, უცხო ქვეყნის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ღია ზღვაში არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის ხელშეწყობა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

7. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ იმ გემის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში ქონა, რომელიც შეტანილია ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.

8. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის იმ პირზე გასხვისება ან იმ პირისთვის სარგებლობაში გადაცემა, რომელიც ევროკავშირის ან თევზჭერის მართვის რეგიონული ორგანიზაციის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისთვის გამოყენებული გემების ნუსხაში შეყვანილია ამ ნუსხაში შეტანილი გემის მესაკუთრედ/თანამესაკუთრედ/ბენეფიციარ მესაკუთრედ ან/და ასეთი გემის მართვაში/საქმიანობაში მონაწილე პირად, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 300 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისთვის თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულებაში იგულისხმება აღნიშნული პროდუქტის ის საბაზრო ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოში, ხოლო ასეთი საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − აღნიშნული პროდუქტის საერთაშორისო საბაზრო ღირებულება.

2. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი თევზჭერის ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − აღნიშნული სააგენტოს მიერ შესაბამისი თევზჭერის ავტორიზაციის შეწყვეტის საფუძველი.

მუხლი 86 4. არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობა

არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობა −

 გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულებაში იგულისხმება აღნიშნული პროდუქტის ის საბაზრო ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოში, ხოლო ასეთი საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − აღნიშნული პროდუქტის საერთაშორისო საბაზრო ღირებულება.“.

16. 1192 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებისას საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევს ჩაჰბარდება და აღსრულდება ამ კოდექსის 2908 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და აღსრულებისთვის დადგენილი წესით.“.

17. 1282 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხეტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხეტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და ხეტყის კონფისკაციით.“.

18. 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.

19. 222-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862−864, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 1192 და 1282−1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 663 მუხლით, 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 821, 823 და 854 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 862, 872, 873, 893, 1192, 1282 და 1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. თუ ამ კოდექსის 863 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირისთვის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით შეტყობინების გაგზავნიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იგი არ გამოცხადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, ამ დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს აქვს უფლება, ამ კოდექსის 863 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის აღნიშნულ პირს ადმინისტრაციული სახდელი დაადოს (შესაბამისი დადგენილება გამოიტანოს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად.“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 531, 532, 554 და 641 მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10–მე-12 ნაწილებისა) და 89-ე–893 და 1286 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

20. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862−864, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე, 1192 და 1282–1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“;

ბ) 44 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511 მუხლის პირველი ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, მე-60, 603, 61-ე, 63-ე და 631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე, 74-ე, 76-ე და 851−855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი−მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 104-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე − გორის მუნიციპალიტეტის მერია ან ამ ოქმებს ადგენენ მათ მიერ უფლებამოსილი პირები.“;

გ) 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-11 და მე-13–21-ე ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).“.

21. 252-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კოდექსის 863 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებითა და 1254, 1341−1355, 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება მის დაუსწრებლადაც დაედოს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“.

22. 261-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება განიხილონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ შენობაში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, სამართალდამრღვევისთვის აღნიშნული საქმის განხილვის ადგილისა და დროის წინასწარ, დადგენილი წესით შეტყობინების საფუძველზე, ხოლო ამ კოდექსის 863 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში.“.

23. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2909 მუხლი:

„მუხლი 2909. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და მისი აღსრულება

1. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირს მის მიმართ შედგენილი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აბრუნებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაბრუნებიდან არაუადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული ოქმის საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იძულებით აღსრულდება ამავე კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის 2 1 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების 6-თვიანი ვადა ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66 3, 79 7 და 79 8 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი, შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გასული არ არის.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ნოემბერი 2023 წ.

N3668-XIIIმს-Xმპ