საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2045-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018781
2045-IIს
07/03/2018
ვებგვერდი, 26/03/2018
020000000.05.001.018781
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 285-ე და 286-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 285. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების გადადება

1. იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამოც ადმინისტრაციული პატიმრობის, გამასწორებელი სამუშაოების ან ჯარიმის (გარდა ჯარიმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე გადახდევინებისა) სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელია, დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დადგენილების აღსრულება გადადოს 1 თვემდე ვადით.

2. საომარი მდგომარეობის დროს ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული სამხედრო მოსამსახურის და სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულება გადავადდება საომარი მდგომარეობის დასრულებამდე. აღნიშნული მოსამსახურის/პირის სამხედრო/სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღასრულებს გამოტანილ დადგენილებას ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ.

მუხლი 286. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა

ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;

ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;

გ) იმ სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიერ საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისთვის მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება;

დ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2018 წ.

N2045-IIს