საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 976
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 17/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.719
  • Word
976
29/12/2004
სსმ, 4, 17/01/2005
020.000.000.05.001.001.719
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. №421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 921 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 921. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.

2. 961 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 961. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება

ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 600 ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულების – 5000 ლარით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1200 ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულების – 15000 ლარით.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421–422, 425–429მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 45-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–92-ე, 922–1002, 103-ე–1051 მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1281, 133-ე–134-ე, 143-ე–146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551, 1553–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე–164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე–167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711–1713, 1723–1738, 174-ე–1744, 1747–175-ე, 176-ე, 1771, 1773–178-ე, 1791–183-ე, 185-ე–1872, 189-ე, 191-ე–192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2281 მუხლი:

     „მუხლი 2281. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.“.

5. 239-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 90-ე, 91-ე, 911, 95-ე, 96-ე, 1281, 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“;

გ) 34-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. ამ კოდექსის 92-ე, 93-ე, 94-ე, 96-ე, 1735, 1774, 1775, 195-ე მუხლებით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირი.“.

6. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე ნაწილი:

„50. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტონერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი ან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების შესახებ ოქმის შედგენის წესის დადგენა.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№976_რს