დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 876-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020368 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი: „22. პირს ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში.“. 2. მე-40 მუხლის 31 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების) გასაჩივრების მიუხედავად. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თუ ეს ქვითარი (დადგენილება) გასაჩივრებული არ არის. საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ხოლო თუ ეს ქვითარი (დადგენილება) სასამართლოშია გასაჩივრებული − პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17716 და 17717 მუხლები: „მუხლი 17716. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე გამოსაქვეყნებლად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მონაცემების მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის გაფრთხილებიდან 1 თვის განმავლობაში შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება − გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. ჯარიმის გადახდა შესაბამის სუბიექტს არ ათავისუფლებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულებისგან. ერთიან ელექტრონულ პორტალზე ქვეყნდება აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 4. სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან. 5. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის დადგენის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 177 17. სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობა 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე მონაცემების მითითების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გაფრთხილებას. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ განმეორებით შეუსრულებლობა – გამოიწვევს სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდა შესაბამის სუბიექტს არ ათავისუფლებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან. 3. სამეწარმეო საზოგადოების, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან. 4. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტის დადგენის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 4. 2221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2221. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 17716, 17717 და 185-ე−1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 5. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიიღება ამავე კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილება.“. 6. 252-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებითა და 1254, 1351−1355, 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი პირს შეიძლება მის დაუსწრებლადაც დაედოს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“. 7. 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე.“. 8. 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სხვა მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში, გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის 22 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2631 მუხლი: „მუხლი 2631. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს.“. 10. 266-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 ნაწილები: „8. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიღებული დადგენილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მოთხოვნებს, მათი შინაარსის გათვალისწინებით. 9. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დადგენილებების მიღების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 11. 267-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების მიღების წესი და საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 12. 268-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე − მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის მიკუთვნებულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც ამ დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევა.“. 13. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც მიღებულია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა). 2. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.“. საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 06.12.2021წ. 14. 276-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას. მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.“. 15. 278-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე − მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის მიკუთვნებულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევა.“. 16. 283-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.“. 17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2907 მუხლი: „მუხლი 2907. ამ კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და აღსრულება 1. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევმა შესაბამისი ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში. 2. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხას სამართალდამრღვევი იხდის საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში შეტანით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. ამ თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (მისი არსებობის შემთხვევაში). 3. ამ კოდექსის 17716 ან 17717 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში მისი ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს ამ ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 4. თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების დღეს (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე მიიჩნევა.“. 18. 291-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2907 მუხლით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსის 2282 მუხლის მე-2 ნაწილითა და 2283 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ კოდექსის 1291 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 2 აგვისტო 2021 წ. N876-Vრს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები