საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 31/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.119
  • Word
2518
27/12/2005
სსმ, 59, 31/12/2005
020.080.000.05.001.002.119
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) 1291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1291. ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვა

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გავლა, რომელთა თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას და რომელთა გატარება დასაშვებია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებისა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღების შემდეგ.

შენიშვნა:

იმ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომლის თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას, თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის ჩამოცლას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მითითებულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვასა და შემდგომ ტრანსპორტირებას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 19 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2518–რს