დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4211 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 12/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.522 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
��� მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1741 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 174 1 . შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა
1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა, �
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, �
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოციდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
3. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, �
გამოიწვევს პატიმრობას ოცდაათ დღემდე ვადით.�.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421�422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე�443, 445, 446, 45-ე�56-ე, 57-ე�69-ე, 71-ე�86-ე, 88-ე�912, 922, 94-ე�1002, 103-ე�1051, 1251, 1281, 1282, 143-ე�1441, 1443�1445, 145-ე, 146-ე, 1461, 1471, 148-ე�1542, 1551�156-ე, 1571�1581, 159-ე�1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651�1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 17310, 17311, 1741, 1745, 1748�17414, 1778�178-ე, 1791�183-ე, 187-ე�1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962�1966, 1971 მუხლებით.�.
��� მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4211�რს
დოკუმენტის კომენტარები