დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 717-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102676 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. 1971 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად პირის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 3. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით და ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე იმავე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებითა და 1973 მუხლის მე-2 ნაწილით და ჩადენილია პირის მიერ; ბ) განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და მიიღოს შესაბამისი დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), აგრეთვე გასცეს სააღსრულებო ფურცელი იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 1825, 1941, 1961, 1967 და 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−1982 მუხლებით. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, დადგენილების (მათ შორის, ელექტრონული დადგენილების) მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირები, აგრეთვე ამ კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისთვის საჭირო სხვა უფლებამოსილებების განმახორციელებელი სუბიექტები; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები, აგრეთვე მათი დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესები.“. 4. 239-ე მუხლის: ა) 53-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ იმავე სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე პირის მიერ ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებითა და 1973 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი.“; ბ) 71-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 1825, 1941, 1961, 1967 და 197-ე მუხლებით, 1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე−1982 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიიღება ამ კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილება, რომელშიც, ამ კოდექსის 266-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, უნდა მიეთითოს საბანკო რეკვიზიტები, რომლებითაც დაკისრებული ჯარიმა უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე მისი გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობას.“. 6. 246-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს − აღნიშნული სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ იმავე სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45, 451 და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2−მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს; ბ) მე-3−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 2 სექტემბრიდან. |
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N717-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები