„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 28/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.137
  • Word
3448
16/07/2010
სსმ, 44, 28/07/2010
020.000.000.05.001.003.137
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას შესაბამისი დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება და იმავე ნაწილში მითითებული საექსპერტო შეფასება წარდგენილია შესაბამისი საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

4. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ქვითარი არ არის გასაჩივრებული. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლისა და სათანადო განცხადების წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო ვალდებულია გაატაროს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის პრიორიტეტულად განახორციელოს იმ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება ან/და მისი რეალიზაცია, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

6. ამ მუხლით განსაზღვრული:

ა) დადგენილების მიღებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ან/და მის აღსრულებამდე დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს წერილობითი მორიგების საფუძველზე შეაჩერონ ან შეწყვიტონ იძულებითი აღსრულება;

ბ) დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დაზარალებულს, რომელიც არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2–მე-6 ნაწილების დებულებებს, უფლება აქვს, სამართალდამრღვევთან იდავოს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის ფორმას და მისი გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

2. 446 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 961 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 961. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება

1. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“.

4. 149-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 149. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა

1. სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.“.

5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 964, 97-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2282 და 2283 მუხლები:

     „მუხლი 2282. ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

1. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატებს და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.

2. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტები და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების მიხედვით. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 2283. სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები

1. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს.

2. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილებას იძულებით აღასრულებენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. თუ ამ ნაწილში მითითებულმა პირებმა ვერ განახორციელეს იძულებითი აღსრულება, ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის იურიდიული პირის/დაწესებულების დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

7. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 442 და 445 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულებები.“.

8. 250-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12–14 ნაწილები:

„12. პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები რიგდებიან და ეთანხმებიან საჯარიმო ქვითარს, ან როდესაც დაზარალებულს სამართალდამრღვევთან მორიგების ან საჯარიმო ქვითარზე თანხმობის მიცემის გარეშე არ სურს სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სადგომზე გადაყვანა), რისი ხარჯებიც დაეკისრება სამართალდამრღვევს.

13. ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/ მფლობელს) უფლება აქვს, გამოიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, თუ იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს წარუდგენს სათანადო განცხადებას და საექსპერტო შეფასებას;

ბ) სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სამართალდამრღვევი მართავდა, დარჩება სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

14. დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მფლობელის) მიერ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანაზე უარის თქმის ან საექსპერტო შეფასების განხორციელებამდე შესაბამის სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გამოთხოვის შემთხვევაში აღნიშნული პირი კარგავს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანის და განთავსების ხარჯები დაეკისრებათ მხარეებს.“.

9. 291-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, გარდა ამ კოდექსის 2282 მუხლის მე-2 ნაწილითა და 2283 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

10. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა, ადმინისტრაციული სახდელების დადებასა და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული წესების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3–მე-6 და მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3–მე-6 და მე-9 ნაწილები ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 16 ივლისი.

№3448–რს