საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3619-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 29/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 080020000.05.001.016004
  • Word
3619-რს
24/09/2010
სსმ, 51, 29/09/2010
080020000.05.001.016004
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.“.

2. 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.“.

3. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 64. გამოსაცდელი ვადა

ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი წლისა, ხოლო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – პირობით მსჯავრზე ერთი წლით მეტი. დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს პირობით მსჯავრზე ერთი წლით მეტი.“.

4. 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის  მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“.

5. 69-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 ნაწილები:

„7. გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

8. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების საქართველოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით გადმოგზავნისას საქართველოში პროცესის მწარმოებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია.“.

7. 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“.

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 731 მუხლი:

    „მუხლი 731. სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად

1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე.

2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის ან მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.

3. მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია ამ კოდექსის 1441, 1442 და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.“.

9. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 75. სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისათვის

1. სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.

2. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია ამ ორგანოს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

3. როდესაც შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

4. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გადავადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის   61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.“.

10. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:

„6. გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული მსჯავრდებულის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.

7. უცხო ქვეყნის უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის თანახმად საქართველოში აღსასრულებლად გადმოგზავნის შემთხვევაში საქართველოს შესაბამისი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია.“.

11. 891 მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. 1072 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1072. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევები

იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსის 1431, 1432, 158-ე, 186-ე, 189-ე, 192-ე, 1921, 194-ე, 1941, 1951, 2003, 221-ე, 2241, 2271, 2272, 2311, 255-ე, 2551, 260-ე–271-ე,  284-ე, 285-ე, 286-ე, 3222, 323-ე–330-ე, 3301, 3302, 3311, 339-ე, 3391, 3441, 362-ე, 364-ე, 365-ე, 372-ე და 406-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.“.

13. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა

1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე  ვადით.

2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის;

გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისთვის „კომპიუტერული მონაცემი“, „კომპიუტერული სისტემა“ და „უნებართვო“ განიმარტება ამ კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული დეფინიციების შესაბამისად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

14. 189-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

15. 255-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“;

გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური მასალა ან აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში, მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელიც შექმნილია სამედიცინო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა კანონიერი მიზნებისთვის.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

16. XXXV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXXV

კიბერდანაშაული

    მუხლი 284. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა

1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) არაერთგზის;

დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა:

1. კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).

2. კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

3. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.

4. ამ თავში მნიშვნელოვნად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

    მუხლი 285. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება

1. კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ამ თავითა და ამ კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) არაერთგზის;

დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

    მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა 

1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) არაერთგზის;

დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

17. 332-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ კოდექსის 338-ე–3391 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტები ასევე არიან ნაფიცი მსაჯულები (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები), რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ აღნიშნულ უფლებამოსილებას.“.

18. 334-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 334. ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება

ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

19. 362-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე. 

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

20. 364-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონოდ ჩარევა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

21. 365-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროკურორის, გამომძიებლის, დამცველის, ექსპერტის, აღმასრულებლის, სამართალწარმოების სხვა მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, გამოძიებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

22. 374-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 374. გამოძიების მონაცემის გახმაურება

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

    მუხლი 2

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 16.05.2006, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანით მოვაჭრეთა იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელშიც შეიტანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების,  გამოძიების და სასამართლო განხილვის შედეგად ან/და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციიდან (ინტერპოლიდან) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია.“. 

    მუხლი 3

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. საადვოკატო საქმიანობა

საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.“.

2. მე-4  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;“. 

3. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ტექნიკური ან სხვა სახის დახმარების მიღების მიზნით ადვოკატმა შეიძლება აიყვანოს თანაშემწე. იგი არ სარგებლობს ადვოკატის უფლებებით და არ დაიშვება სამართალწარმოებაში, სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ადვოკატის თანაშემწეს უფლება აქვს, შესაბამისი ადვოკატის თანდასწრებით ან მისი დავალებით, ადვოკატის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ნებართვის საფუძველზე გაეცნოს მის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში.“.

4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი.“.

    მუხლი 4

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52)   38-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „15. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააღსრულებო მოქმედებებისათვის, რომლებიც უკავშირდება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე შეტანილ თანხებს, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეტანილ თანხებს.“.

    მუხლი 5

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22. ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

1. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. თუ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, პატიმრობის/თავისუფლების  აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. თუ უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, პატიმრობის/თავისუფლების  აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე, რომლის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

3. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის თაობაზე უნდა შეატყობინოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში.

4. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი ვერ გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების არსებობისას, პირისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წესრიგდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

2. 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება  გამოძიების განმახორციელებელი ორგანოების ან მათ დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების მიერ.

3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფასა და დაფინანსებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (პირი) ან სახელმწიფო – სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. პატიმრობაში მყოფი გამოსაკვლევი პირის ბადრაგირებას და საექსპერტო დაწესებულებაში მის დაცვას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.“.

    მუხლი 6

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით;“.

    მუხლი 7

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია საიდუმლოა და მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის შესახებ არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ოპერატიული საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები ახორციელებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“.

    მუხლი 8

„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 317) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.“.

    მუხლი 9

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი,    მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ბრალდებულის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით;“.

2. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ პირის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს, თავს არიდებს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ან იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა მოხდას;“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანაშაულის შესახებ დადგენილი წესით მიღებული განცხადების ან შეტყობინების განხილვის მიზნით პროკურორის დავალება იმის შესახებ, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ სახეზე არ არის დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნების დამადასტურებელი მონაცემები (ამ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს);“.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს.“.  

6. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ჰქონდეთ კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული მიერთების შედეგად ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიული ღონისძიებები უფლებამოსილმა ოპერატიულმა თანამშრომელმა უნდა განახორციელოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

    მუხლი 10

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17312 მუხლი:

    „მუხლი 17312. ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობა

1. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა სასამართლოში განსაზღვრულ დროს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

2.  ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა არსებითი სასამართლო განხილვისას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

3. ნაფიცი მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 964, 97-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282,    143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–152-ე, 1522–1531,   1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644,   1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები  

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–449, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე,  88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 964, 97-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644,   1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–449, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821,      84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 961, 964, 97-ე–1002,      103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711,  178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.

5. 238- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 238. პროკურორისათვის ან  გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემა

თუ საქმის განხილვის დროს ორგანო (თანამდებობის პირი) დაასკვნის, რომ დარღვევა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იგი მასალებს გადასცემს პროკურორს ან გამოძიების ორგანოს.“.

6. 239- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 63- ნაწილი:

„63. ამ კოდექსის  17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო.“.

7. 267- მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება ზეპირი შენიშვნის გამოცხადების, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად, ანდა პროკურორისათვის ან  გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემის დროს, აგრეთვე ამ კოდექსის 232- მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას.“.

    მუხლი 11

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პოლიციას უფლება არა აქვს, გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი, პროფესიული, პირადი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და გაახმაუროს გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება და ამის შესახებ აცნობოს პროკურორს;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმეებზე კანონით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ძებნა და დაკავება, ასევე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობათა გარდა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში;“;

ა.ბ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის ან ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება;

რ) მგზავრების პირადი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით, გონივრული ვადით შეაყოვნოს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლა;“;

ა.გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით ისარგებლოს მოქალაქეთა დახმარებით;“;

ა.დ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გამოიყენოს შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლება.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

    „მუხლი 91. შეჩერება და ზედაპირული შემოწმება

1. პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.

2. შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა.

3. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება.

4. პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. შეჩერებული პირი უფლებამოსილია შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისათვის.“.

    მუხლი 12

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე.“. 

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. გამოძიება

პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.“.

 4. მე-18 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვის და სხვა საკითხების განხილვაში.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. მას უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, ბრალდებუ-ლის/მსჯავრდებულის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ.“.

5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 27. მითითება

1. პროკურორს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობითი მითითება მისცეს გამოძიების ორგანოებს.

2. გამოძიების საკითხებზე პროკურორის მითითების შესრულება სავალდებულოა.“.

    მუხლი 13

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამოძიების ორგანოები ვალდებული არიან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედროვალდებულის ან რეზერვისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.“.

    მუხლი 14

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“  საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 398) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასამართლო ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მშობლის (მშობლების) უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ მშობლის (მშობლების) მოვალეობის შეუსრულებლობა გამოწვეულია დროში აღმოფხვრადი მიზეზებით, მათ შორის, მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობით ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნით.“.

    მუხლი 15

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პატიმრობის ან სასჯელის მოხდის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფელი, რაზედაც შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.“. 

    მუხლი 16

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების, გამოძიების, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიაზე.“.

    მუხლი 17

„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტერორისტული აქტის აღკვეთისას ან ტერორისტული აქტის ჩადენაში ბრალდებული პირის დევნისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას: დაუბრკოლებლად შევიდნენ (შეაღწიონ) მოქალაქეთა საცხოვრებელ ბინებში, აგრეთვე მათ კუთვნილ სხვა სადგომებსა და მიწის ნაკვეთებში, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) ტერიტორიებზე, სატრანსპორტო საშუალებებში; გამოიყენონ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები, სპეციალური საშუალებების ჩათვლით; დაათვალიერონ მოქალაქეთა პირადი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთი, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შესვლისას და ზონიდან გამოსვლისას;“.                                        

    მუხლი 18

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის 31 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–147-ე მუხლების შესაბამისად;“.

    მუხლი 19

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 6.11.2009, მუხ. 191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.“.

2. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სათანადო ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;“.

3. მე-8 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულოებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობათა გარდა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში;“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ, გამოძიების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს უფლება აქვთ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.“.

    მუხლი 20

პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49)  შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა.“.

2. მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახურული ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

    „მუხლი 121. ქალთა და არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება

ქალთა და არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებასთან, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.“.

5. მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, დამცველის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი.“.

6. მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო ადმინისტრაციის ნებართვით – სხვა პირებს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და იგი ირიცხება მის ან, მისივე თანხმობით, ახლო ნათესავის პირად ანგარიშზე.“.

7. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების წესი და მისი პირადი საქმის წარმოება“.

8. 36-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაეცნოს თავის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.“.

9. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულს 1 თვით ადრე შეატყობინოს, როდის აქვს უფლება, მიმართოს სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.“.

10. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 41. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო

1. სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.

2. საბჭოს წევრთა რაოდენობა, საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საბჭოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

3. საბჭოს წევრი ინიშნება ან მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თანხმობით. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები.

4. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას და ამ კოდექსს.

5. საბჭოს წევრი ინიშნება 6 თვის ვადით. დასაშვებია პირის ხელმეორედ დანიშვნა (დამტკიცება) საბჭოს წევრად. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თანხმობით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ცნობა, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ე) გარდაცვალება;

ვ) 1 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობა;

ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას/დამტკიცებისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.

6. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებაში საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.“.

11. 42-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.

3. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

4. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები.“.

12. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.“;

გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:

„51. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები.“.

13. 47-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულის მიღების შესახებ აცნობოს მის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.“.

14. 49-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას ახორციელებს ადმინისტრაცია დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

15. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილება არ ვრცელდება დაწესებულების შიდა უსაფრთხოების სისტემაზე.“.

16. 57-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უშიშროების ღონისძიებათა გამოყენების სხვა პირობები და გარემოებები რეგულირდება შესაბამისი დაწესებულების დებულებით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ მუხლის ნორმებს.“.

17. მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;“.

18. 67-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულებაში შესახლების მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, თავსდება არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში.“.

19. 72-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:

„6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა.

7. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე დებულებით დადგენილი წესით.“.

20. 74-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

21. 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.“.

22. 107-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 107. გადაწყვეტილების გასაჩივრება

საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

23. XVII და XVIII თავები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XVII

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომა

    მუხლი 110. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები

 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას.

2. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ დაწესებულებას აქვს მათი დასაქმების შესაძლებლობა. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მუშაობენ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.

4. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება, განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით.

 5. ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. ხელფასის სრული განკარგვის უფლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა გათავისუფლებისას. მას უფლება აქვს, ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.

    მუხლი 111. საწარმოები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე

1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმება შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ ან მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულების/მსჯავრდებულების მომზადება, აგრეთვე იმ სამუშაოზე, რომლის შესასრულებლადაც საჭიროა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არამსჯავრდებული).

3. საწარმოში ბრალდებული/მსჯავრდებული დასაქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ორგანიზაციული მონაწილეობით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.

4. საწარმოსა და დეპარტამენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ თავის საქმიანობაში დაექვემდებარება იმ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს საწარმოსთან დადებულ შრომის ხელშეკრულებაში.

    მუხლი 112. სამუშაო პირობები

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია და დამსაქმებელი ვალდებული არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

3. ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა უქმე დღეებში შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

4. შესაძლებელია, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა იმუშაოს დაწესებულების გარეთ. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ მუშაობის წესს ადგენს და განსაზღვრავს მინისტრი.

თავი XVIII

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება

    მუხლი 113. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.

    მუხლი 114. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დაწყებითი და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად.

4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.

5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.

    მუხლი 115. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლება

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/ მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები.      

2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პროფესიული განათლების შედეგად მიღებულ კვალიფიკაციას ადასტურებს საატესტაციო ორგანო „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

24. 122-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, ადმინისტრაცია სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.“.

25. 125-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ამ კოდექსის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მინისტრმა უზრუნველყოს იმ პირთა წრის განსაზღვრა, რომლებიც სარგებლობენ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით.“.

26. 126-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 126. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი „პატიმრობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182);

ბ) „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს 309 ბრძანებულება.“. 

    მუხლი 21

„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) მე-8 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საგამოძიებო ქვემდებარეობით მისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-, კინო-, ვიდეო- და  აუდიოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;“;

გ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) მგზავრების პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ორგანოებს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ;“.

    მუხლი 22

„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 377) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)     პირის ვინაობის დადგენა (იდენტიფიკაცია) აუცილებელია სისხლის სამართლის დანაშაულის პრევენციისათვის ან/და პირი ბრალდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.“.

    მუხლი 23

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე შეიძლება უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), და ინფექციური დაავადებით დაავადებულ პირს;“.

    მუხლი 24

„საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994,    №№21–22, მუხ. 483) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 38

კონსული ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ საქართველოს იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც დაპატიმრებულია ან დაკავებულია იმის გამო, რომ ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში, ან რომლის მიმართ გამოყენებულია სხვა ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს საქართველოს მოქალაქის თავისუფლებას, ან რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, ან რომლის მიმართ იყენებენ სასამართლო ან ადმინისტრაციული ზემოქმედების სხვა ზომებს, დაცულ იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და ის ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს დადებული აქვს ამ სახელმწიფოსთან. კონსული ვალდებულია დაინტერესებულ პირთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით მოინახულოს საქართველოს მოქალაქენი, რომლებიც იმყოფებიან საპატიმრო ადგილებში, და გაარკვიოს მათი პატიმრობის  პირობები. კონსული აგრეთვე ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ ასეთი მოქალაქენი იყოლიონ სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებში და მათ მიმართ დამოკიდებულება არ იყოს სასტიკი და ადამიანის ღირსების შემლახავი.“.

    მუხლი 25

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998,     გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა და გამოძიება;“.

2. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმეებზე;“.

3.  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გადაუდებელი აუცილებლობისას, შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დანაშაულის აღსაკვეთად და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია მის ჩადენაში, გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები (გარდა დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, საკონსულოთა და უცხო ქვეყნების სხვა დაწესებულებათა, საერთაშორისო ორგანიზაციათა სატრანსპორტო საშუალებებისა); ამასთანავე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯები ან/და მიყენებული ზარალი;“.

    მუხლი 26

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება.“.

2. 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგენს იმ ფიზიკურ პირთა სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება;“.     

    მუხლი 27

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ ბრალდებული ან/და მსჯავრდებული გადახდისუუნაროა.“.

3. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბრალდებულის ან/და მსჯავრდებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრალდებულს ან მსჯავრდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიოს იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

    მუხლი 28

საქართველოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) მე-60 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში გემის კაპიტანს უფლება აქვს, აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანს უფლება აქვს, გადასცეს აღნიშნული პირი სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

4. გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას.“.

    მუხლი 29

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 190) 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელსაც ბრალი ედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენაში, დაკითხვისას უფლება აქვს:

ა) დაკითხვის წინ განემარტოს, რომ იგი იმ დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია;

ბ) ისარგებლოს დუმილის უფლებით;

გ) მოიწვიოს სასურველი დამცველი, ხოლო თუ არ ჰყავს იგი – უფლებამოსილი ორგანოსაგან მოითხოვოს მისი შერჩევა ან სახაზინო წესით დანიშვნა;

დ) დაიკითხოს დამცველის მონაწილეობით, თუ იგი ნებაყოფლობით არ ამბობს უარს დამცველის ყოლაზე.“.

    მუხლი 30

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 104-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გამოძიების ორგანოს მიერ გაცემული ამოცნობის ოქმი – იმ გარდაცვლილის პიროვნების დადგენისას, რომლის როგორც უცნობის გარდაცვალებაც რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში;“.

2. 121-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მეურვეობისა და მზრუნველობის, ნოტარიატის, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა ორგანოების, აგრეთვე სასამართლოებისა და იუსტიციის ორგანოების მოთხოვნით მათ გადაეგზავნებათ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლები. აუცილებლობის შემთხვევაში, გამოძიების ორგანოს დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განჩინებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო გასცემს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დედანს, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება. მოქალაქეებისათვის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლების გადაცემა აკრძალულია.“.

    მუხლი 31

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.“.

    მუხლი 32

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;“.

    მუხლი 33

„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 30.11.2005, მუხ. 327) მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ხანძრების ჩაქრობის ადგილის, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ზონების დაცვისათვის (მათი გაჩენის მიზეზებისა და გარემოებების გამოძიების პერიოდშიც);“.

    მუხლი 34

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-19 მუხლებისა, მე-20 მუხლის მე-10 და 24-ე ნაწილებისა და 21-ე–33-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2010 წლის  30 სექტემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-11 და მე-18 ნაწილები, მე-20 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 21-ე–22-ე ნაწილები, მე-2–მე-9 მუხლები, მე-10 მუხლის პირველი–მე-2 და მე-5–მე-7 ნაწილები, მე-11–მე-19, 21-ე–30-ე და 32-ე–33-ე მუხლები ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12–მე-17 ნაწილები, მე-19 ნაწილი და მე-20 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან  მე-15 დღეს.

4. ამ კანონის მე-10 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2010 წლის 2 დეკემბრიდან;

ბ) მე-4 ნაწილი ამოქმედდეს 2011 წლის 2 იანვრიდან.

5. ამ კანონის მე-20 მუხლის მე-10 და 24-ე ნაწილებ ამოქმედდეს 2010 წლის 3 ოქტომბრიდან.

6. ამ კანონის 31-ე მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 2 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                                                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 24 სექტემბერი.

№3619–რს