დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3409 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 04/03/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.466 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილებით, 107-ე–109-ე მუხლებით, 113-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116-ე–119-ე მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 121-ე–123-ე მუხლებით, 125-ე, 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის მე-3 ნაწილით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 131-ე მუხლით (გარდა საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისა), 132-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1711 მუხლით.“.
2. ამოღებულ იქნეს 209-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
3. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1552, 157-ე, 1641–1643, 165-ე და 195-ე მუხლებით – საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსური პოლიციის სათანადოდ უფლებამოსილ პირებს;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 193-ე და 194-ე მუხლებით – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს, რეგიონული საბაჟოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსური პოლიციის სათანადოდ უფლებამოსილ პირებს.“.
4. 239-ე მუხლის მე-18 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ამ კოდექსის 1552–1556, 157-ე, 164-ე, 1641, 1642, 1643, 1644, 165-ე, 1651, 1652, 1653, 193-ე–195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოები.“.
5. 239-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-40 ნაწილი.
6. 246-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას, საბაჟო ორგანოებს, საგადასახადო ორგანოებს – საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში.“.
7. 248-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 248. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა
1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საბაჟო ორგანოების, საგადასახადო ორგანოების და სასაზღვრო ჯარების საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.
2. პირადი გასინჯვა შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით.
3. ნივთების გასინჯვა შეუძლია აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საბაჟო ორგანოების, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, ტყის დაცვის, თევზდაცვის ორგანოების, ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.
4. ნივთების, სანადირო და თევზჭერის იარაღების, მოპოვებული პროდუქციის და სხვა საგნების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი; გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული ნივთები, საგნები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით.
5. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. საბაჟო დაწესებულებებში პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა წარმოებს საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3409–რს
დოკუმენტის კომენტარები