დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და საქართველოს სსრ საბინაო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 318 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.152 |
საქართველოს კანონი
|
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და საქართველოს სსრ საბინაო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. 185-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 185. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, – 2. 187-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 187. რეგისტრაციაში არგატარება ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოც მინიმალურ ოდენობამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოც მინიმალურ ოდენობამდე.“ 3. კოდექსს დაემატოს 1871 მუხლი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1871. თანამდებობის პირის მიერ მოქალაქის უფლებების განხორციელებაზე უარის თქმა თანამდებობის პირის მიერ მოქალაქის უფლებების განხორციელებაზე უარის თქმა პირის სხვა საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაციის ან რეგისტრაციის არქონის გამო, -გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობამდე". 4. ამოღებულ იქნეს 188-ე მუხლი. 5. 208-ე მუხლში ციფრები „180-188“ შეიცვალოს ციფრებით: „180-187, 189“ 6. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრები “185-189" შეიცვალოს ციფრებით „185-1871, 189“ 7. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრები „185-189“ შეიცვალოს ციფრებით „185-1871, 189“
II. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსიდან (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) ამოღებულ იქნეს 217-ე მუხლი. 1. 126-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „217-221, 2231 მუხლებით" შეიცვალოს სიტყვებით „218-221, 2231 მუხლებით“, 2. მე-400 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ციფრი „217“. IV. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., მუხლი 199) 140-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილები; „პირს საცხოვრებელ სახლში ჩასახლების უფლება აქვს მხოლოდ სახლის მესაკუთრის თანხმობით. პირის რეგისტრაციაში გატარება სხვა პირის საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სახლის მიხედვით არ გამოიწვევს მესაკუთრის საკუთრების უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას“. V. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1996 წლის 27 ივნისი. |
დოკუმენტის კომენტარები