საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3891-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 67, 09/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.016078
  • Word
3891-IIს
07/12/2010
სსმ, 67, 09/12/2010
090000000.05.001.016078
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 21- მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს..

2. 37- მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1 ქვეპუნქტი:

„ვ1) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით, აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები;.

3. 38- მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაპატიმრებისას, ხოლო დაკავებისას – მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება.“.

4. 83- მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები..

5. მე-100 მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

6. 114- მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გამოიყენება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი.“.

7. 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც იმ მომენტში ვერ წარდგება სასამართლოს წინაშე ამ კოდექსის 114- მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამო. ასეთ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება მისი წინასასამართლო ჩვენება. ეს ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით..

8. 174- მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დაკავების ადგილას მიყვანისთანავე დაკავებული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და უნდა შედგეს სათანადო ცნობა..

9. 176- მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად დაკავება აღარ არის აუცილებელი..

10. 185- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

4. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს წინასწარ მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება..

11. 208- მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) არა უგვიანეს 60 დღისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოდასაბუთებული შუამდგომლობით აღნიშნული ვადის გონივრულ ვადამდე გაგრძელების ან შემცირების შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარე უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს სასამართლოს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.

12. 213-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს. სასამართლო პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს.“.

13. 2831 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოში ექსტრადირების შესახებ შუამდგომლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განაჩენის გამომტან შესაბამის სასამართლოს.“.

14. 314-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმის არსებითი განხილვა ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“.

მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 1282 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1282. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა

1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

4. ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება ან რეალიზაცია გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო დოკუმენტის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირებისას ან რეალიზაციისას სამართალდამრღვევს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან ან/და მისგან მიღებულ პირველადი გადამუშავების პროდუქტთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და ამ კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენისას, გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ან/და მისგან მიღებულ პირველადი გადამუშავების პროდუქციად ჩაითვლება ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი, რომელსაც არ გააჩნია გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო დოკუმენტი.“.

2. 249-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1141, 1282, 1531, 1551, 1552 და 157-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) 21 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი:

„22. ამ კოდექსის 66-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ხე-ტყე, რომელიც სამართალდარღვევის უშუალო ობიექტია, შეიძლება დროებით დარჩეს მის მფლობელთან ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხე-ტყე – ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ტყის დაცვაზე პასუხისმგებელ პირთან (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი ლიცენზიის მფლობელისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხე-ტყისა, რომელიც მიბარდება ლიცენზიის მფლობელს ან მის წარმომადგენელს), რომლებიც ასევე პასუხისმგებელი არიან მიბარებული ხე-ტყის დაცვისთვის. თუ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისათვის ამ კოდექსით დადგენილ ვადებში ხე-ტყის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ვერ დადგინდება, ხე-ტყის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2010 წლის 10 დეკემბრიდან.

2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 7 დეკემბერი.

№3891_II