საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 28/04/1998
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.347
  • Word
1349
28/04/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 28/04/1998
020.000.000.05.001.000.347
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 90-ე და 91-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 90. სამთო, სამშენებლო, ფეთქებადსაშიშ ან სხვა ობიექტებზე, სადაც ხორციელდება საშიში საქმიანობა, სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ნორმებისა და წესების დარღვევა

სამთო, სამშენებლო, ფეთქებადსაშიშ ან სხვა ობიექტებზე, სადაც ხორციელდება საშიში საქმიანობა, სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების ნორმებისა და წესების დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.

    მუხლი 91. ფეთქებადი მასალებისა და საშიში ქიმიური ნივთიერებების საწარმოო დანიშნულების მიზნით გადაზიდვის, შენახვის, გამოყენების, დაცვისა და აღრიცხვის ნორმების და წესების დარღვევა

ფეთქებადი მასალებისა და საშიში ქიმიური ნივთიერებების საწარმოო დანიშნულების მიზნით გადაზიდვის, შენახვის, გამოყენების, დაცვისა და აღრიცხვის ნორმების და წესების დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.“

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი:

     „მუხლი 911. საშიში საწარმოო ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართვის გარეშე მუშაობა

საშიში საწარმოო ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართვის გარეშე მუშაობა ან არამართლზომიერი გაცემა, გაყალბება ან გამოყენება იმ ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებიც ადასტურებენ ობიექტების შესაბამისობას სამუშაოების ან მომსახურების უსაფრთხოების წესებთან, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.“.

3. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 96. გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების მაგისტრალური სადენების, აგრეთვე გაზის საშუალო და დაბალი წნევის ქსელებისა და თხევადი გაზის ექსპლუატაციის წესების დარღვევა

გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების მაგისტრალური სადენების, აგრეთვე გაზის საშუალო და დაბალი წნევის ქსელებისა და თხევადი გაზის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.“

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1281 მუხლი:

     „მუხლი 1281. რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვის ნორმატიულ-ტექნიკური წესების შეუსრულებლობა

რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვის ნორმატიულ-ტექნიკური წესების შეუსრულებლობა, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, _ გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.“

5. 138-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 208-ე მუხლში სიტყვების „120-ე მუხლის პირველი ნაწილით“ შემდეგ დაემატოს ციფრები 1281, ხოლო ციფრები 138 შეიცვალოს ციფრებით 137.

7. 239-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრების 91 შემდეგ დაემატოს ციფრები 911, ხოლო ციფრების 961 შემდეგ _ ციფრები 1281, 1735.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 28 აპრილი.

№1349_IIს