საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2872-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017561
2872-Iს
11/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
020000000.05.001.017561
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილების შე­ტა­ნის შე­სა­ხებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 109-ე მუხ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით:

„მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა −

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.“.

2. 111-ე–1115 მუხ­ლები ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით:

„მუხ­ლი 111. სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­იის დარ­გში მოქ­მე­დი ნორმატიული აქტების დარღვევა

1. სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­ი­ის დარ­გში მოქ­მე­დი ნორმატიული აქტების დარღვევა –

გა­მო­იწ­ვევს გაფრთხილებას ან და­ჯა­რი­მე­ბას 2 000 ლარის ოდენობით. 

2. სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­ი­ის დარ­გში მოქ­მე­დი ნორმატიული აქტების დარღვევა, რომელმაც  საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის ან/და საავიაციო უშიშროებისათვის, −

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის  ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 1111. საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე გამოყენება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.                       

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ  ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 1112. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 1113. სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა

1. სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

მუხ­ლი 1114. სა­მო­ქა­ლა­ქო ავიაციის აერ­ოდ­რომ­ზე ფრე­ნე­ბის უსაფრთხოების უზრუნველმყო­ფი და ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის დად­გე­ნი­ლი ნორმების დარ­ღვე­ვა

1. საერთაშორისო დანიშნულების სა­მო­ქა­ლა­ქო ავიაციის აერ­ოდ­რომ­ზე ფრენების უს­აფრ­თხო­ებ­ის უზ­რუნ­ველ­მყო­ფი და ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის დადგენილი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა –

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 20 000 ლარის ოდენობით.

2. ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უს­აფრ­თხო­ებ­ის უზ­რუნ­ველ­მყო­ფი და ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის დადგენილი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა –

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 10 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.      

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ადგილობრივი დანიშნულების სამოქალაქო ავიაციის აეროდრომად მიიჩნევა სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი, რომელიც არ არის საერთაშორისო დანიშნულების სა­მო­ქა­ლა­ქო ავიაციის აერ­ოდ­რომ­ი.

მუხ­ლი 1115. სა­მუ­შაო ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (ოს­ტა­ტო­ბის) ან/და აღიარების არმქო­ნე ავიასპეციალისტის დაშ­ვე­ბა

1. სა­მუ­შაო ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (ოს­ტა­ტო­ბის) ან/და  აღიარების არ­მქო­ნე ავიასპეციალისტის დაშ­ვე­ბა –

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 10 000 ლა­რის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.“.      

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2014 წ.

N2872-Iს