დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 973-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018528 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1052 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1052. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა 1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.“. 2. 1795 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1795. სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის წარდგენა 1. სერტიფიცირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის წარდგენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისთვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1796−1799 მუხლები: „მუხლი 1796. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე 1. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების ან შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. მუხლი 1797. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე 1. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე რეალიზაცია სამომხმარებლო ბაზარზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე. 2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე. მუხლი 1798. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის ან შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე 1. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის ან შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე. 2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე. მუხლი 1799. საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის ან შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე რეალიზაცია ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე 1. საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის ან შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე რეალიზაცია ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე. 2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე.“. 4. 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 981, 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“. 5. 2294 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2294. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 1052 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“. 6. 242-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 981 მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ დგება.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, გარდა ამ კოდექსის 981, 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.“; გ) 32 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ კოდექსის 981, 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 15 ივნისი 2017 წ. N973-IIს |
დოკუმენტის კომენტარები