საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1073
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.294
  • Word
1073
12/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
020.000.000.05.001.000.294
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421):

1. 1772 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1772. სახელმწიფო საანგარიშგებო დისციპლინის დარღვევა

სახელმწიფო საანგარიშგებო დისციპლინის დარღვევა, ე.ი. სტატისტიკური დაკვირვებების პირველადი მონაცემების გაყალბება, დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში მათი წარუდგენლობა, აგრეთვე ერთიანი სახელმწიფო რეგისტრის საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე რეზიდენტის მოწმობის გაცემა ან საბანკო ანგარიშის გახსნა და ფინანსური ოპერაციების წარმოება, რეზიდენტების საქმიანობის სახის, ადგილმდებარეობის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და სხვა რეკვიზიტების შეცვლის შესახებ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებისათვის ცნობების მიუწოდებლობა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, _

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

2. 239-ე მუხლში სიტყვები „სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის შესაბამისი ორგანოები“ შეიცვალოს სიტყვებით „სტატისტიკის სახელმწიფო ორგანოები“.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 12 ნოემბერი.

№1073_Iს