დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 509-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102602 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1064 მუხლი: „მუხლი 1064. რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.“. 2. 211-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ამ კოდექსის 1064 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს.“. 3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 ნაწილი: „102. ამ კოდექსის 1064 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 29 აპრილი 2025 წ. N509-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები