დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1703 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/11/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 24/12/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.000.453 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1961 წ., №1, მუხ.10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 81 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ვაჭრობის წესების დარღვევა (1693 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები)“ შეიცვალოს სიტყვებით „ფალსიფიკაცია, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, ან გამოიწვია ადამიანის სიკვდილი (162-ე მუხლის მე-3 ნაწილი)“.
2. 88-ე მუხლის სათაურსა და მე-2 ნაწილში სიტყვა „ფულის“ შეიცვალოს სიტყვით „ვალუტის“, ხოლო პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყალბი სახაზინო ან საბანკო ბილეთების, ლითონის მონეტების, ფასიანი ქაღალდების ან ვალუტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება“.
3. 160-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „შრომის ანაზღაურების ასმაგი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ათასიდან ათას ორას ლარამდე“;
ბ) მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები „ხუთ წლამდე“ და „შრომის ანაზღაურების სამასჯერადი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ერთიდან ხუთ წლამდე“ და „ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე“;
გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დიდი ოდენობით დამალვად ჩაითვლება მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა, რომელთა მიხედვით გადასახადი ხუთი ათასიდან ათი ათას ლარამდეა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვად ჩაითვლება, თუ დამალული გადასახადი აღემატება ათი ათას ლარს.
პირი, რომელიც ნებაყოფლობით აანაზღაურებს გადასახადის გადაუხდელობით მიყენებულ ზიანს, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან“.
4. 1601 მუხლის სანქციაში სიტყვები „კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ორასმაგი ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთასიდან შვიდას ლარამდე“.
5. 1602 მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „სამასიდან შვიდას ლარამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შვიდასიდან ათას ლარამდე“, ხოლო მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები „რვაასიდან ათას ორას ლარამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას ორასიდან ათას ხუთას ლარამდე“.
6. 162-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით“;
ბ) მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები „სამ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამიდან ხუთ წლამდე“;
გ) მე-3 ნაწილის სანქციაში სიტყვები „სამიდან ათ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთიდან თორმეტ წლამდე“.
7. 163-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „შრომის ანაზღაურების ორასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათასიდან ათას სამას ლარამდე“, ხოლო მე-2 ნაწილის სანქციაში სიტყვები „ორ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთიდან სამ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათასიდან ოთხი ათას ლარამდე“.
8. 1631 მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „შრომის ანაზღაურების ორასი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ათას ხუთასიდან ათას შვიდას ლარამდე“.
9. 164-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „შრომის ანაზღაურების ასიდან ოთხას მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათასიდან ათას სამას ლარამდე“.
10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 173-ე, 1731 და 1732 მუხლები:
„მუხლი 173. ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება
ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
მუხლი 1731. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება, გასაღება ან გამოყენება
დამატებული ღირებულების გადასახადის გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება, გასაღება ან გამოყენება,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
მუხლი 1732. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, რეალიზაცია, შენახვა და ტრანსპორტირება
აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, რეალიზაცია ან შენახვა, აგრეთვე ასეთი საქონლის წინასწარი შეცნობით აქციზური მარკის გარეშე ტრანსპორტირება, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან დიდი ოდენობით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორას ლარს.
ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დიდ ოდენობად ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულებაა ორი ათასიდან ათი ათასი ლარის ჩათვლით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – თუ საქონლის ღირებულება აღემატება ათი ათას ლარს.“
II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1961 წ., №1, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
126-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „172-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „172-ე–1732 მუხლებით“.
III. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1984 წ., №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 164-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე“.
2. 1642 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 1643 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 1644 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე“;
ბ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე“;
გ) მე-3 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ას ოთხმოც ლარამდე“;
დ) მე-4 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე“;
ე) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
5. 165-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე“.
6. 1651 მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე“.
7. 1652 მუხლის:
ა) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე“;
ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
8. 1653 მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე“.
9. 270-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:
„საქმის განმხილველი ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის მე-12 თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოტანილი დადგენილების თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში“.
IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 28 ნოემბერი
1703-Iს
დოკუმენტის კომენტარები