დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3007 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 04/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.004.004 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 135-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1351 მუხლი:
„მუხლი 1351. საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა
საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე შემომავალი M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1543 მუხლი:
„მუხლი 1543. სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა
1. სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
4. 1741 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან პატიმრობას 90 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან პატიმრობას 90 დღემდე ვადით.“.
5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 446, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 961, 964, 97-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.
6. 2093 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2093. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
1. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
3. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“.
7. 239-ე მუხლის:
ა) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. ამავე კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს აგრეთვე ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები.“;
ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1501 და 1522 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.“;
გ) 49-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„49. ამ კოდექსის 102-ე, 1054 და 1543 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები.“.
8. 242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება
1. ამ კოდექსის 102-ე მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე და 130-ე მუხლებით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 223-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება დაჯარიმება და ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ოქმი არ შედგება.
2. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
3. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვე-ვებისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ოქმი.
4. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ დამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
5. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მერი.“.
9. 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების, ოჯახში ძალადობის ჩადენის, დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;“.
10. 247-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები.“.
11. 248-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირადი გასინჯვა შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა. გასასინჯი პირი უფლებამოსილია მოიწვიოს დამსწრე (არა უმეტეს ორისა), რისთვისაც მას მიეცემა გონივრული ვადა. აღნიშნული უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე.“.
12. 276-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარსა და პროტესტს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) მათი შესვლიდან 30 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
13. 278-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან ან პროტესტთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება. პროტესტის გამო მიღებული დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით. პროტესტის განხილვის შედეგი ეცნობება პროკურორს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№3007–რს
დოკუმენტის კომენტარები