დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1719-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/09/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020594 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1073 მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. 125-ე მუხლის: ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი: „81. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“; გ) მე-12 და მე-13 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 13. ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; დ) მე-15 და მე-16 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 16. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ე) შენიშვნის: ე.ა) პირველი–12 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდეს ბლოკირება. სატრანსპორტო საშუალება ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე იქნება გადაყვანილი ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ ამკრძალავ ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის ან სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირების შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდა სამართალდამრღვევს დაეკისრება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. 11. ამ მუხლის 81, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება შეიძლება დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური. 12. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), უფლებამოსილი პირი ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის იდენტიფიცირებას და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული პირის მიმართ, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალებას აქვს დროებითი სანომრე ნიშანი, უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარს გამოწერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის მიმართ და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე უფლებამოსილი პირი ვერ ახდენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირებას, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირის იდენტიფიცირება ხდება და საჯარიმო ქვითარი გამოიწერება სპეციალურ დაცულ სადგომზე. აღნიშნული საჯარიმო ქვითარი ჰბარდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური. თუ დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის არქონა მისი ქურდობით იყო გამოწვეული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირი თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისა და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდისგან.“; ე.ბ) 12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 ნაწილი: „13. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილისა და პირობების თაობაზე ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარედგინება.“; ე.გ) 41 და 42 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ მუხლის მე-8, 81, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ეკისრება. ამასთანავე, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2901 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 2904 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი პირი. 42. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ამ მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემთხვევაში ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება და გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2904 და 2905 მუხლებით დადგენილი წესით.“. 3. 1252 მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“; გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი: „51. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სახეობის სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი, სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“; ე) შენიშვნის: ე.ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს ან შეიძლება შექმნას საავარიო ვითარება ან საცობი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთოს ბლოკირება, თუ საგზაო ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ტროტუარზე ჩადენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესახებ შესაბამისი მინიშნება. 3. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. სატრანსპორტო საშუალების თვლებს ბლოკირება მოეხსნება სატრანსპორტო საშუალების თვლებისთვის ბლოკირების მოხსნის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური.“; ე.ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ხოლო სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება და გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2904 და 2905 მუხლებით დადგენილი წესით.“; ე.გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 4. 1253 მუხლის 51 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და სატრანსპორტო საშუალების თვლებს სპეციალური საშუალებით გაუკეთდება ბლოკირება, თუ პარკირების ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზება.“. 5. 1254 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ პარკირების ნიშანს შესაბამისი მინიშნება ახლავს.“; ბ) შენიშვნის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის შემთხვევაში − 200 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“. 6. 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით (ტროლეიბუსი, ტრამვაი), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტროპოლიტენი), საბაგირო გზით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. მგზავრი ვალდებულია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროტრანსპორტით, საბაგირო გზით ან ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით (მათ შორის, თავისი კუთვნილი პერსონიფიცირებული, უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული გადახდის საშუალებით) გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა. 2. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება;“. 7. 1353 მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასური, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური.“. 8. 2401 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები: „3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დააფიქსირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს მისი საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის/პირისთვის გადაგზავნის მიზნით. 4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური და სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − დღეში არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − დღეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.“. 9. 242-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, გამოიწერება საჯარიმო ქვითარი (შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან ელექტრონული ფორმით ივსება საჯარიმო ქვითარი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა გაეგზავნოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საჯარიმო ქვითარი ამოიბეჭდოს და სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე განთავსდეს.“. 10. 2906 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2906. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 134-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ კოდექსის 2905 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით შესაბამისი პირისთვის გაგზავნისა და აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, პირთა ტელეფონის ნომრების, სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე ნიშნებისა და მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის იდენტიფიცირება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით შესაძლებელია). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს. 2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 134-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის/ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 6 სექტემბერი 2022 წ. N1719-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები