საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3345-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017686
3345-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
020000000.05.001.017686
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1727 მუხლი:

   „მუხლი 1727. მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა

   1. მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

  2. მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1292-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −

   გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

   3. მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15081 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −

   გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

   4. სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15081 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −

   გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

   2. 239-ე მუხლის მე-60 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „60. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 175მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 1727 და 17313 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.

   3. 254-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 254. კანონიერი წარმომადგენლები

  ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული იმ პირისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვის უფლება, რომლებიც არასრულწლოვნები არიან ან რომლებსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო თვითონ არ შეუძლიათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე განახორციელონ თავიანთი უფლებები, აქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლები, მშვილებლები, მეურვეები, მზრუნველები, მხარდამჭერები).“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3345-IIს