საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.952
  • Word
5179
03/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
020.080.000.05.001.002.952
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1761 მუხლი:

     „მუხლი 1761. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება, ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატებთან სათამაშოდ ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობის დაშვება

21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში სათამაშოდ დაშვება, ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატებთან სათამაშოდ ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობის დაშვება, –

გამოიწვევს აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.“.

2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761 და 190-ე მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (გარდა დამრღვევის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე გამოვლენის შემთხვევისა).“.

3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 116-ე–125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 166-ე, 173-ე, 1741, 1761, 1771, 180-ე–183-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 3 ივლისი.

№5179–რს