კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ

  • Word
კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 22/03/1988
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1988
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.000.030
  • Word
1647
22/03/1988
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/03/1988
020.080.000.05.001.000.030
კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობების და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ

(ამონარიდი)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

2. ამ ბრძანებულების I მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს საქართვეოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი დამატებები:

ა) დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1741 მუხლი:

     „მუხლი 1741. საზოგადოებრივ შენობებში, ქუჩებში, მოედნებზე, პროსპექტებზე, ბაღებში, სკვერებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა

საზოგადოებრივ შენობებში, ქუჩებში, მოედნებზე, პროსპექტებზე, ბაღებში, სკვერებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.“;

ბ) 205-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს ციფრის „174“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1741“;

გ) 246-ე მუხლის I პუნქტს სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობის, მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევის“.

3. ეს ბრძანებულება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდანვე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია

თბილისი,

1988 წლის 22 მარტი.

№1647XI