დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2291 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 04/06/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.282 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ- ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა
სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ასი ლარით.
იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორასი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ხუთასი ლარით.“.
2. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 443 მუხლი:
„მუხლი 443. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება
ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის მიზნით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17711 მუხლი:
„მუხლი 17711. ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების (მიწერილობის) შეუსრულებლობა
ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების (მიწერილობის) შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.“.
5. 195-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 195. ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა, გარდა ამ კოდექსის 443 მუხლით, 131-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 132-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.“.
6. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421, 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე, 441, 442, 443, 45-ე, 46-ე, 461, 47–56-ე, 57–69-ე, 71–86-ე, 88-ე–1002 მუხლებით, 103-ე–1051 მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1281, 133-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146-ე, 1471, 148-ე–1542, 1551, 156-ე, 1571, 1572, 1573, 158-ე, 1581, 159-ე, 1591, 1592, 1593, 1594, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651, 1652, 1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1723, 173-ე, 1731, 1732, 1733, 1734, 1735, 1736, 1737, 1738, 174-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 1747, 175-ე, 176-ე, 1771, 1773–1777, 1778, 1779, 17710, 17711, 178-ე, 1792, 180–183-ე, 185-ე–1871, 1872, 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.
შეცდომის გასწორება – სსმ I, №16, 13.06.2003წ., გვ.3
7. 221-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 221. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები და დაწესებულებები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისა და დაწესებულებების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს (მოადგილეს), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს (მოადგილეებს), ქალაქებისა და რაიონების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს (მოადგილეებს).“.
8. 239-ე მუხლის:
ა) 32-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) 43-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე ნაწილი:
„44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.
9. 242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას ოქმი არ შედგება
ამ კოდექსის 102-ე მუხლით, 223-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით, 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე და 130-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობის შესაბამისად დააჯარიმებენ და ჯარიმას გადაახდევინებენ, ხოლო გაფრთხილებას გააფორმებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ოქმი არ შედგება.
თუ დამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ ოქმი შედგება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 8 მაისი.
№2291–IIს
შეცდომის გასწორება – სსმ I, №16, 13.06.2003წ., გვ.3
დოკუმენტის კომენტარები