დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1347 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.346 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1778, 1779, 17710 მუხლები:
1. „მუხლი 1778. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა
სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანოს კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოებისას ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების, ტოპოგრაფიული, კარტოგრაფიული, აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და გრავიმეტრიული მონაცემების აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, _
გამოიწვევს ფიზიკურ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა _ ასიდან ორას ლარამდე.
მუხლი 1779. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის წესების დარღვევა
სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა გარე ნიშნების, მიწისქვეშა ცენტრების დაზიანება ან დანგრევა, _
გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა _ ხუთასიდან ათას ლარამდე.
მუხლი 17710. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა ულიცენზიოდ ან ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევით
ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა ულიცენზიოდ, _
გამოიწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევით, –
გამოიწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“
2. 208-ე მუხლში ციფრების 1777 შემდეგ დაემატოს ციფრები 1778, 1779 და 17710.
3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე ნაწილი:
„1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“
4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილში ციფრები 1777 შეიცვალოს ციფრებით 17710.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 28 აპრილი.
№1347_IIს
დოკუმენტის კომენტარები