საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 970-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018527
970-IIს
15/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
020000000.05.001.018527
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1991 მუხლი:

„მუხლი 1991. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების, სახელწოდებების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და  „წითელი კრისტალი“ იმიტაცია და უკანონო გამოყენება

1. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემისთვის მიმსგავსებული ემბლემის, სახელწოდებისთვის – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ მიმსგავსებული სახელწოდების შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება, რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150-დან 500 ლარამდე.

2. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემის, სახელწოდების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“  შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150-დან 500 ლარამდე.

3. უფლებამოსილი პირის მიერ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემის, სახელწოდების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.          

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751, 1752, 1778, 1779, 17711−178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“.

3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და  მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 199მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.

4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 84-ე−86-ე, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1724, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

5. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით და 1752 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771, 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 ივნისი 2017 წ.

N970-IIს