დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5707-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019771 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1781 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1781. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის თავის არიდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის თავის არიდება გამოიწვევს: ა) აეროპორტის ოპერატორის/ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე; ბ) საზღვაო ნავსადგურის/ტერმინალის დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე; გ) საავტომობილო ტრანსპორტითა და რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების (სატრანსპორტო საშუალებაში, ავტოსადგურსა და რკინიგზის სადგურში) გაწევის სფეროში მოქმედი პირის დაჯარიმებას 500 ლარით.“. 2. 1782 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 211-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 1711 მუხლის მე-3−41 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“. 4. 212-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 112-ე−114-ე, 1143 და 1144 მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 128-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“. 5. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 213. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით, 115-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 1781 მუხლით (საჰაერო ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“. 6. 214-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით, იმავე მუხლის 31 და 32 ნაწილებით (თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში), 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 130-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“. 7. 239-ე მუხლის 45-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. უზრუნველყოფილ იქნეს საჰაერო, საზღვაო, რკინიგზის, სახმელეთო ტრანსპორტის მესაკუთრის საკუთრებაში არსებული საჰაერო, საზღვაო, რკინიგზის, სახმელეთო ტრანსპორტის საქართველოს კანონმდებლობისა და მისაწვდომობის ეროვნული გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული შესაბამისობის უზრუნველყოფის ვადები განისაზღვროს მისაწვდომობის ეროვნული გეგმის მიხედვით. მითითებული ტრანსპორტის აღნიშნულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სამართალდარღვევის საქმის წარმოება განხორციელდება საერთო წესებით. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2020 წლის 12 მაისიდან. 2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 14 ივნისიდან. |
თბილისი, 5 თებერვალი 2020 წ. N5707-IIს |
დოკუმენტის კომენტარები