საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 974
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.266
974
17/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
080.000.000.05.001.000.266
საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 81 მუხლის მე-2 ნაწილს სიტყვების "გაუპატიურება (117-ე მუხლი)" შემდეგ დაემატოს სიტყვები "ბავშვით ვაჭრობა (1272 მუხლი)";

2. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ პუნქტს სიტყვების " (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)" შემდეგ დაემატოს სიტყვები ბავშვით ვაჭრობისათვის (1272 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)", ხოლო მე-2 პუნქტს სიტყვების "გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლი)" შემდეგ დაემატოს სიტყვები "ბავშვით ვაჭრობისათვის 1272 მუხლი);"

3. 541 მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტში სიტყვების "(117-ე მუხლის მეოთხე
ნაწილი)" შემდეგ დაემატოს სიტყვები "ბავშვით ვაჭრობისათვის, რომელიც ჩადენილია ქვენაგრძნობით ან თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია, აგრეთვე, თუ მას ახლდა ბავშვის უცხო სახელმწიფოში უკანონო გადაყვანა ან იქიდან ბავშვის დაუბრუნებლობა (1272 მუხლის მესამე ნაწილი)"

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1271, 1272 და 1273 მუხლები:

"მუხლი 1271. შვილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა

შვილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, 
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 1272. ბავშვით ვაჭრობა

ბავშვის ყიდვა ან გაყიდვა ან სხვა გარიგების განხორციელება 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი გამეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ქვენაგრძნობით, ან თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია, აგრეთვე, თუ მას ახლდა ბავშვის უცხო სახელმწიფოში უკანონო გადაყვანა ან იქიდან ბავშვის დაუბრუნებლობა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 1273. შვილად აყვანის განხორციელების მიზნით წინასწარი საქმიანობა

შვილად აყვანის განხორციელების მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან ხელობის სახით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე".

II. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) 126-ე მუხლის მე-4 ნაწილში ციფრი "127-ე" შეიცვალოს ციფრებით “№127-127 3".

III. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1736, 1737და 1751 მუხლები:

„მუხლი 1736. შვილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა

შვილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირების დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების სამასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე.

მუხლი 1737. გასაშვილებელი ბავშვის ან მშვილებლის ძებნა საჯარო განცხადებით

გასაშვილებელი ბავშვის ან მშვილებლის ძებნა ან შეთავაზება საჯარო განცხადების მეშვეობით, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათასი მინიმალური ოდენობით, ხილო თანამდებობის პირისა – შრომის ანაზღაურების ორი ათასი მინიმალური ოდენობით“.

„მუხლი 1751. მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ სათანადო ორგანოებისათვის შეუტყობინებლობა

მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ მონაცემების მიწოდებისათვის ვალდებული თანამდებობის პირის მიერ სათანადო ორგანოებისათვის შეუტყობინებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთას მინიმალურ ოდენობამდე“.

2. 208-ე მუხლში ციფრის „1735“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1736, 1737“.

3. 239-ე მუხლს მე-19 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ამ კოდექსის 1736, 1737 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისრტაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“

4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილს ციფრის „1733“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1736, 1737“, ხოლო ციფრის „175-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1751“.

IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 17 ოქტომბერი.

№974Iს