საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3709-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017784
3709-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
020000000.05.001.017784
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 254-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 254. კანონიერი წარმომადგენლები

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული იმ პირისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვის უფლება, რომლებსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო თვითონ არ შეუძლიათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე განახორციელონ თავიანთი უფლებები, აქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლები, მშვილებლები, მეურვეები, მზრუნველები, მხარდამჭერები).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3709-IIს