საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.208
  • Word
696
13/05/1997
პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997
020.000.000.05.001.000.208
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 116-118-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამი, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ოთხმოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან ორ წლამდე.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული, ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისათვის, რომელსაც არა აქვს სატრანსპოტო საშუალების მართვის უფლება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ათიდან ას ოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ამგვარი დარღვევებისათვის,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ორიდან სამ წლამდე.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ,

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას სამი წლის ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ მძღოლის მოწმობა მფლობელს დაუბრუნდება სრული გამოჯანმრთელებისას, დადგენილი წესით.

    მუხლი 117. სიმთვრალის, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისაგან თავის არიდება

სატრანსპორტო საშუალების მართვისას განსაზღვრული წესით სიმთვრალის, ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისაგან თავის არიდება,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ოთხმოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან ორ წლამდე.

    მუხლი 118. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, ან ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამიდან რვა ლარამდე ოდენობით.

მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის იმ სატრანსპორტო საშულების გადაცემა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით,

გამოიწვევს მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის დაჯარიმებას სამიდან რვა ლარამდე ოდენობით..

2. ამოღებულ იქნეს 1171 და 1172 მუხლები.

3. 119122-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა

სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც თან არა აქვს მძღოლის მოწმობა ან სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მფლობელის არყოფნისას საგზაო პოლიციის მიერ გაცემული დოკუმენტი სატრანსპორტო საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე, აგრეთვე თუ სატრანსპორტო საშუალება ან მისი ნომრიანი აგრეგატი რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით ანდა გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთიდან ათ ლარამდე ოდენობით.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, მისაბმელი მოწყობილობა ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები და უკანა საგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან შუშის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან თხუთმეტ ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.

შენიშვნა: ამ კოდექსის 116-ე, 118-119-ე, 121-122-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, მძღოლის მოწმობის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში საქმის განხილვამდე დამრღვევს დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე. სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს, ხოლო იმ ტექნიკური უწესივრობებით მართვისას, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, არ დაიშვება ასეთი სატრანსპორტო საშუალების შემდგომი გადაადგილება.

სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან სარგებლობის, ან სხვა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი ძალაშია მისი საგზაო პოლიციაში დადგენილი წესით რეგისტრაციისას.

კოდექსში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახეობის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა ძრავით მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა).

    მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან არადანიშნულებით გამოყენება

სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე დაყენება, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობის უკანონო გამოყენება,

გამოიწვევს დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე, სპეციალური ხელსაწყოს სასყიდლით ჩამორთმევით.

ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.

ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდათხუთმეტიდან ორმოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.

შენიშვნა: სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ).

სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება თუ მისი ხმარება ამ ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.

    მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვანისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება

სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ან სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვანისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ოცდახუთ ლარამდე ოდენობით.

იგივე დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ლარამდე ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს ამ კოდექსის 119-ე მუხლის მესამე ნაწილით, 120-ე, 122-ე, 123-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან სამოცდახუთ ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ოთხმოც ლარამდე ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში ანდა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური ზემოქმედების ქვეშ მართვისათვის,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას სამოციდან ას სამოცდაათ ლარამდე ოდენობით.

    მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე

წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოც ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე..

4. 123-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების სანქციები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ოცდაათ ლარამდე ოდენობით, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

5. ამოღებულ იქნეს 124-ე მუხლი.

6. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზის, გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილში მითითებული შემთხვევებისა, საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალების განლაგების, დგომა-გაჩერების, ბუქსირების, ტვირთის გადაზიდვის, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში და სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, აგრეთვე აკრძალულ ადგილზე ან არასწორად დაყენებული სატრანსპორტო საშუალების მიტოვება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთიდან ათ ლარამდე ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული (დაუთმე გზა, მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია) ან ამკრძალავი (შესვლა აკრძალულია, მოძრაობა აკრძალულია) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა,

გამოიწვევს დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოც ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ან სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ლარამდე ოდენობით, ან მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.

შენიშვნა: მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუკი მინიშნება ამის თაობაზე თან ახლავს ამკრძალავ ნიშანს, ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევ მძღოლს. თუ სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სადგომზე არ ხერხდება, მას საქარე მინაზე მიეკვრება სპეციალური ფორმის საჯარიმო ქვითარი. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს 30 დღის განმავლობაში..

7. ამოღებულ იქნეს 126-ე მუხლი.

8. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა

ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის ან გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, აგრეთვე სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი თეთრიდან ერთ ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოც ლარამდე ოდენობით..

9. 133-ე და 134-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 133. ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ხაზზე გაშვება ან ასეთი საშუალების ექსპლუატაციის სხვა წესების დარღვევა

იმ სატრანსპორტო საშუალების ხაზზე გაშვება, რომელსაც მაშუქებზე და საქარე მინაზე არა აქვს მარკირება ან გამონაფრქვევში აღენიშნება გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, ან რომელიც გადაკეთებულია ნებართვის გარეშე, ანდა არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით,

გამოიწვევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე ან ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირის დაჯარიმებას თხუთმეტიდან ოც ლარამდე ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების ხაზზე გაშვება ისეთი ტექნიკური უწესივრობით, რომლის გამოც მისი ექსპლუატაცია აკრძალულია, ან რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება დადგენილი წესით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნასვამ მდგომარეობაში ანდა ნარკოტიკული ან ფსიქოტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება,

გამოიწვევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე ან ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირის დაჯარიმებას ოციდან ოცდახუთ ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ლარამდე ოდენობით.

    მუხლი 134. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბანზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად ან შესაზღუდად, როცა ამ გზით სარგებლობა საფრთხეს უქმნის მოძრაობას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზე გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება ან გზის საფარის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საგზაო პოლიციის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა,

გამოიწვევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელისა თუ სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ან სხვა ფიზიკური პირის დაჯარიმებას ოცდახუთიდან ოცდაათ ლარამდე ოდენობით.

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება,

გამოიწვევს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელისა თუ სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ან სხვა ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორმოცდახუთიდან ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით.

ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების დაზიანება,

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე ოდენობით..

10. ამოღებულ იქნეს 135137-ე მუხლები.

11. მე-200 მუხლის შენიშვნაში სიტყვების უფლებამოსილი პირის მიერშემდეგ დაემატოს სიტყვები თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სადავოდ ხდის მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტს, საქმეს მისი სურვილით განიხილავენ სასამართლო ორგანოები.

12. 208-ე მუხლში სიტყვები 120-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილები შეიცვალოს სიტყვებით 120-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები 121-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 122-ე, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო რიცხვები 134139-ე შეიცვალოს რიცხვებით 133-134-ე, 138-ე.

13. 209-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები 116120-ე მუხლებით შეიცვალოს სიტყვებით 116119-ე მუხლებით, 120-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით; სიტყვები 121-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე ნაწილებით; 123-ე მუხლის მეორე ნაწილით შეიცვალოს სიტყვებით 121123-ე მუხლებით; რიცხვები 124126-ე შეიცვალოს რიცხვებით 125-ე, 127-ე, ხოლო სიტყვები 132-ე, 133-ე მუხლებით შეიცვალოს სიტყვებით 132-ე მუხლით.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 116119-ე მუხლებით, 120-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 121123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს, განყოფილების (ქვეგანყოფილების) უფროსებს ან უფროსის მოადგილეებს. ამგვარი საქმეების განხილვაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

3) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 127-ე მუხლის პირველი ნაწილით საგზაო-საპატრულო სამსახურის ქვედანაყოფების მეთაურებსა და მათ მოადგილეებს, სახელმწიფო საავტომობილო და სხვა ინსპექტორებს, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სხვა ნორმატივების დაცვაზე.

14. 220-ე მუხლის პირველ ნაწილში და მეორე ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვები 116-ე მუხლით შეიცვალოს სიტყვებით 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო რიცხვი 117-ე შეიცვალოს რიცხვით 125-ე; ამავე მუხლის პირველი ნაწილიდან და მეორე ნაწილის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლის მესამე ნაწილით, ხოლო მესამე ნაწილში სიტყვები სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციას შეიცვალოს სიტყვებით საგზაო პოლიციას.

15. 242-ე მუხლში სიტყვების 114-115-ე მუხლებით შემდეგ დაემატოს სიტყვები 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით.

16. 261-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამ კოდექსის 116123-ე მუხლებით და 125-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

17. კოდექსის 269-ე მუხლში სიტყვები 119-ე, 126-ე მუხლებით შეიცვალოს სიტყვებით 116-ე, 117-ე, 120-ე, 122-ე მუხლებით, 125-ე მუხლის მესამე ნაწილით და 133-ე მუხლით.

18. 290-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა შემდეგ დაემატოს სიტყვები ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით, ან 127-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.

19. 302-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 302. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების საფუძველი და წესი

თუ პირს პირველად აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გარკვეული ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან ნადირობის უფლება, მისი პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია შეუმციროს აღნიშნული უფლების ჩამორთმევის ვადა, ამასთან, ასეთი შემცირება დაიშვება დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ..

II. გარდამავალი დებულებანი

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს:

ა) ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადება და მიღება, აგრეთვე მოქმედი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

ბ) ავტოსატრანსპორტო მოძრაობისათვის განკუთვნილ ავტომაგისტრალებზე, გზებსა და ქუჩებზე მოძარაობის რეგულირებისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ნიშნების, ნაგებობებისა და ტექნიკური საშუალებების წესრიგში მოყვანა;

გ) ავტოსაგზაო მოძრაობის რეგულირებისა და კონტროლისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით საგზაო პოლიციის სამსახურის აღჭურვა.

III. დასკვნითი დებულებანი

ეს კანონი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 13 მაისი.

№696IIს