დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4788-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 13/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018062 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1512 მუხლი: „მუხლი 1512. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: 1. უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი სამართალდამრღვევის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. 2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის ან სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით მისთვის მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას. 3. ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ კოდექსის მიზნებისათვის ტერმინებს „მწვანე ნარგავები“ და „გადაბელვა“ აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“ – განსაზღვრული მნიშვნელობები.“. 2. 2093 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1072–1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ანდა მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“; ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 555 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1511, 1512 და 1523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ანდა მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). 4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“. 3. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 135-ე, 1461, 1511, 1512 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. |
ქუთაისი, 19 თებერვალი 2016 წ. N4788-IIს |
დოკუმენტის კომენტარები