საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3309-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020973
3309-XIმს-Xმპ
28/06/2023
ვებგვერდი, 17/07/2023
020000000.05.001.020973
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 575 მუხლი:

„მუხლი 575. ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევა

1. ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ოქროს მოპოვებისას ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.  

3. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტის, ექსპორტის ან ტრანზიტის წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.  

4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის წარმოების, საწარმოო პროცესში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენების, ვერცხლისწყალსა და ვერცხლისწყლის ნაერთთან მოპყრობისა და მათი რეალიზაციის წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

შენიშვნა: სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია ხდება ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების მიუხედავად.“.

2. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51​​​2, 51​​​​​4−53​​​2, 54-ე, 54​​​1, 55​​​1, 55​4, 56-ე და 571 მუხლებით, 575 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით (გადამუშავების ნაწილში) და მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58​​​​1, 58​3, 59-ე, 59​​​​​​3, მე-60, 60​​​​​3, 61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​4–69​​​6, 71-ე, 71​​​1, 721−77-ე, 78-ე და 79​​​1–793 მუხლებით, 794 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 79მუხლით, 79​​​​​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79​​​7, 79​​​8 და 821–824 მუხლებით, 82​​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−85​​​5 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის  მე-10  და  მე-11 ნაწილებისა), 86​2, 87​​​1–87​​​3 და 89-ე–893 მუხლებით, 91​3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​​​1, 1192 და 128​2−128​6 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

3. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51​​​2, 51​​​4−53​​​​​2, 54-ე, 54​​​1, 55​​​​​1, 55​​​4, 56-ე და 571 მუხლებით, 575 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილით (გადამუშავების ნაწილში) და მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 59​​​​​3, მე-60, 60​​​3, 61​​​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69​​​4–69​​​6, 71-ე, 71​​​​​1, 721−77-ე, 78-ე და 79​​​1–79​​​3 მუხლებით, 79მუხლის პირველი, მე-6 და  მე-7 ნაწილებით, 795 მუხლით, 79​​​6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79​​​​​7, 79​​​​​8 და 821–824 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 86​2, 87​​​1–873 და 89-ე–89​3 მუხლებით, 91​3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103​​​1, 104-ე, 1192 და 1282–1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“;

ბ) 281 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„281. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572–574 მუხლებით, 575 მუხლის მე-2 ნაწილი (მოპოვების ნაწილში) და 593, 84-ე და 841 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2023 წ.

N3309-XIმს-Xმპ