საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.311
1169
12/12/1997
პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
020.000.000.05.001.000.311
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში

ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., 312 მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება.

1. 92-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები „ან ელექტროენერგიის დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა“, – ხოლო სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. 96-ე და 961 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 96. გაზის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ქსელების დაცვის წესების დარღვევა

გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ქსელების დაცვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

მუხლი 961. ყოფა-ცხოვრებაში ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევა

ქსელიდან ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა ან ელექტრორესურსების დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, რასაც არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

იგივე ქმედება, თუ იგი განხორციელებულია მაგისტრალურ მილსადენებზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე“.

II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 982 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 982. ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევა

ელექტრო ან თბოენერგიის, გაზით, ანდა ნავთობით, ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, ან ელექტრორესურსის დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, თუ ეს ქმედება ჩადენილია ასეთი დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, –

ისჯება ჯარიმით ხუთასიდან ათას ლარამდე.

იგივე ქმედება, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა ან რამაც გამოიწვია ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის ანდა ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტების მოწყობილობის ავარია, ან რასაც მოჰყვა სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“.

2. 2426 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2426. ნავთობმომპოვებელი, ელექტრო ან თბოენერგიის ანდა გაზის ობიექტების მუშაკთა იძულება არ შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა ან შეასრულოს იგი სამსახურებრივ მოთხოვნათა დარღვევით ამ მუშაკის ან მისი ახლო ნათესავის მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 12 დეკემბერი.

II69 I