დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2354-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.017421 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 800 ლარამდე.“. 2. 573 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 573. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 574 მუხლი: „მუხლი 574. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა სათანადო პირობების დარღვევით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობა სათანადო პირობების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 4. 593 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 593. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“. 5. 86-ე მუხლის: ა) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 12. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.“; ბ) მე-15 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი სახდელის სახით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ არ არის გაცემული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირს თან არ აქვს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტი ან ნადირობა აკრძალული სანადირო იარაღით ხორციელდება, სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა სანადირო იარაღი, ხოლო მისი დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდება საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.“. 6. 1282 მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.“; გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირება ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.“; დ) შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, უშუალოდ ტრანსპორტირებისას) არ აქვს სათანადო დოკუმენტი ან რომელიც იმავე დადგენილებით განსაზღვრული წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.“. 7. 1283 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ანგარიშის (მათ შორის, ყოველთვიური ანგარიშის) ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის შესაბამის ორგანოში წარუდგენლობა, აგრეთვე სპეციალური ფირნიშის ან/და მისი საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.“; გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე/ხე-მცენარე, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.“. 8. 1284 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმპორტირებული ხე-ტყის მარკირებისათვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 9. 1285 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა, აგრეთვე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების დაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით წარუდგენლობა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 1 მაისი 2014 წ. N2354-IIს |
დოკუმენტის კომენტარები