დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 662 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 16/12/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1645 მუხლი:
„მუხლი 1645 . კვების პროდუქტების უკანონო წარმოება
1. ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.
2. ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პრო-დუქციის წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.
3. ბავშვთა კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.
4. ყველა სხვა სახის კვების პროდუქტების წარმოება ლიცენზიის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.“.
2. 239-ე მუხლის 39-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„39. ამ კოდექსის 1052 და 1053 მუხლებითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი. 1645 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქმინხილწყალი“, ხოლო 1645 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 9 დეკემბერი.
№662_IIს
დოკუმენტის კომენტარები