დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5203-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/11/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111122012, 22/11/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016466 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1271 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
2. 164-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 164. სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა
1. აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს, −
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
2. მეურნე სუბიექტების საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში მათ მიერ სავაჭრო ოპერაციების (მომსახურების) განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების შვიდასი მინიმალური ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 8 ნოემბერი.
№5203–IIს
დოკუმენტის კომენტარები